თურქეთსა და აშშ-ს შორის გამართულ შეხვედრაზე განიხილეს სირიაში არსებული ბოლოდროინდელი ვითარება
თურქეთსა და აშშ-ს შორის გამართულ შეხვედრაზე განიხილეს სირიაში არსებული ბოლოდროინდელი ვითარება
თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის გამართულ შეხვედრაზე განიხილეს სირიაში არსებული ბოლოდროინდელი ვითარება.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნუჰ ილმაზი დედაქალაქ ანკარაში შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადმინისტრაციულ საქმეთა მდივანს და პოლიტიკურ საქმეთა მდივნის მოვალეობის შემსრულებელს ჯონ ბასს.
შეხვედრაზე შეაფასეს სირიაში არსებული უსაფრთხოების, პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მდგომარეობა და ერთმენთს თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს.
ყურადღება გამახვილდა რეგიონში მზარდი დაძაბულობის სირიის ტერიტორიაზე უარყოფით გავლენაზე. ამასთან, ხაზი გაესვა კოორდინაციის შენარჩუნების აუცილებლობას იმ აქტორებს შორის, რომლებსაც შეუძლიათ როლის შესრულება ამ ქვეყანაში არსებული კონფლიქტის გადაწყვეტაში.
აღინიშნა, რომ თურქეთის მთავარი მოლოდინი აშშ-სგან სირიასთან მიმართებაში არის DEAŞ-თან ბრძოლის საბაბით სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK/YPG-სთვის გაწეული მხარდაჭერის შეწყვეტა. ყურადღება გამახვილდა გრძელვადიან რისკებზე, რომლებსაც აშშ-ს მიერ ტერორისტული ორგანიზაციისთვის გაწეული მხარდაჭერა ქმნის როგორც სირიის, ასევე რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის.