ლუკაშენკო: „ბელარუსის ტერიტორიაზე თავდასხმა მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი იქნება”

ლუკაშენკო: „ბელარუსის ტერიტორიაზე თავდასხმა მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი იქნება”

2188725
ლუკაშენკო: „ბელარუსის ტერიტორიაზე თავდასხმა მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი იქნება”

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდე ლუკაშენკოს თქმით „ბელორუსის ტერიტორიაზე თავდასხმა მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი იქნება”.

ალექსანდრე ლუკაშენკომ ეროვნული ერთიანობის დღისადმი მიძღვნილ გადაცემაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მშვიდობას უჭერს მხარს და ამ მხარდაჭერას სამომავლოდაც გააგრძელებს.

ლუკაშენკოს თქმით, ისინი ომის წინააღმდეგნი არიან და მათ სჯერათ, რომ მეზობელ ქვეყნებში მშვიდობა სუფევს და დადგება დღე, როდესაც ხალხები იცხოვრებენ ჰარმონიასა და მეგობრობაში და ისინი ყველაფერს აკეთებენ ასეთი სამყაროს ასაშენებლად.

ლუკაშენკომ ხაზი გაუსვა იმას, რომ მშვიდობიანი მიდგომები სისუსტის ნიშანი არ არის და დასძინა, რომ გარე აგრესიას როგორც არასდროს, ისე უპასუხებენ.

ლუკაშენკომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ქვეყნიდან გაქცეულები და მათი დასავლელი ხელმძღვანელები იწყებენ ქმედებათა გეგმის შემუშავებას, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების კვლავ არევას ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

ბელარუსიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მათ აქვთ სადაზვერვო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ამერიკის შეერთებული შტატები ელის სამხედრო დაძაბულობის ზრდას ფრონტებზე როგორც მოსკოვის, ასევე კიევის მხრიდან ნოემბრის დასაწყისამდე. მისი შეფასებით, დასავლური სადაზვერვო სამსახურები ბელარუსს განიხილავენ, როგორც შესაფერის ადგილს სიტუაციის გამწვავებისთვის, რადგან მათ სურთ (რუსეთ-უკრაინის) ომის გაგრძელება.

„თუ სხვისი ჩექმები ჩვენს მიწას არ მოსინჯავენ (რაც გულისხმობს, ბელარუსიის არმიის კონფლიქტში ჩართვას) მაშინ ჩვენც ამაზე არ წავალთ“, განაცხადა ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, ვაშინგტონში მყოფი „მარიონეტული მოთამაშეები“ უკრაინას ბელარუსთან კონფლიქტისკენ უბიძგებენ. მან ყველას შეახსენა, რომ მისი ქვეყანა, გეოგრაფიული მდებარეობის გამო, რაზეც ყველა გზა გადის, დიდი მასშტაბის კონფლიქტებშია ჩართული. „თავდასხმა ბელარუსზე მესამე მსოფლიო ომი იქნება. ეს არ დაგავიწყდეთ“, დასძინა მან.



მსგავსი ინფორმაციები