ბოლო 100 წლის ყველაზე ძლიერი ქარიშხალი "მილტონი" ფლორიდას უახლოვდება
ბოლო 100 წლის ყველაზე ძლიერი ქარიშხალი "მილტონი" ფლორიდას უახლოვდება
ამერიკის შეერთებული შტატების მეტეოროლოგიურმა სამსახურმა გააკეთა გაფრთხილება, რომ ქარიშხალი „მილტონი“, რომელიც ძლიერდება მექსიკის ყურიდან და უახლოვდება ფლორიდის შტატს, შეიძლება იყოს "ყველაზე ძლიერი" ბოლო 100 წლის განმავლობაში.
ფედერალური და ადგილობრივი ხელისუფლება აგრძელებს გაფრთხილებას ქარიშხალი „მილტონი“-ს შესახებ, რომელიც მიემართება ფლორიდის სანაპიროსკენ და რომლის სიჩქარე საათში 230 კილომეტრამდეა.
მეტეოროლოგიური სამსახურის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია: "თუ მილტონი ამჟამინდელ მიმართულებაზე დარჩება, ეს იქნება ყველაზე ძლიერი ქარიშხალი, რომელიც თავს დაატყდა ტამპის ყურეს ბოლო 100 წლის განმავლობაში“.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ქარიშხლით ყველაზე მეტად დაზარალებული რეგიონები შეიძლება დარჩეს 3-დან 4,5 მეტრამდე წყლის ქვეშ და გამოიწვიოს ოკეანის დიდი ტალღები.
ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტისმა თავის ბოლო განცხადებაში აღნიშნა, რომ შტატის მთავრობამ "გამოყო უპრეცედენტო რესურსები" ქარიშხალ „მილტონი“-ს შედეგების მოსაგვარებლად და გააფრთხილა მოსახლეობა "დაემორჩილონ ევაკუაციის ბრძანებებს".
მეტეოროლოგიური დაკვირვების ვებსაიტის The Wheater Channel-ის ინფორმაციით, ქარიშხალი მოსალოდნელია, რომ აშშ-მდე ოთხშაბათს გვიან ღამით ან ხუთშაბათს დილით მიაღწევს და დააზარალებს ფლორიდას მჭიდროდ დასახლებულ რაიონს, მათ შორის ისეთ დასახლებებს, როგორიცაა ტამპა, სარასოტა და ფორტ მაიერსი.
ქარიშხლების ეროვნულმა ცენტრმა გააზიარა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქარიშხალმა „მილტონ“-მა "გააგრძელა სწრაფად გაძლიერება" მექსიკის ყურეში და ბოლოს ერთი დონით შენელდა, დაქვეითდა კატეგორია 4-მდე და განაგრძო გზა ფლორიდის სანაპიროსკენ.