გაირკვა, რომ მამაკაცის თავის ტვინი ჰორმონების დონის მიხედვით საღამოობით პატარავდება

გაირკვა, რომ მამაკაცის თავის ტვინი ჰორმონების დონის მიხედვით საღამოობით პატარავდება

2191518
გაირკვა, რომ მამაკაცის თავის ტვინი ჰორმონების დონის მიხედვით საღამოობით პატარავდება

გაირკვა, რომ მამაკაცის თავის ტვინი ჰორმონების დონის მიხედვით საღამოობით პატარავდება.

ამერიკელმა მკვლევარებმა, 26 წლის მამაკაცის ტვინი 30 დღის განმავლობაში 40-ჯერ გამოიკვლიეს.

კვლევაში, ტვინის მონაცემები დილის 07:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე მაგნიტური რეზონანსის (MR) მეთოდით შეგროვდა.

დადგინდა, რომ საღამოს 8 საათზე, როდესაც ტესტოსტერონი, კორტიზოლი და ესტრადიოლის ჰორმონები ყველაზე დაბალ დონეზეა, თავის ტვინიც პატარავდება.  

მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ ნაცრისფერი ნივთიერების მოცულობა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს გონებრივ ფუნქციებში, მეხსიერებაში, ემოციებსა და მოძრაობებში, ყოველ ღამე საშუალოდ 0,6 პროცენტით მცირდება.

პენსილვანიის უნივერსიტეტის პერელმანის მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენელმა ლორა პრიტშეტმა თქვა: „მამაკაცებში სტეროიდული ჰორმონები დილასთან შედარებით საღამოს  70 პროცენტით იკლებს“. მისივე თქმით, თავის ტვინში დაპატარავება ამასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. დილა-საღამოს საათებს შორის მოცულობის შემცირება ასაკთანაცაა კავშირში”. - დასძინა მან.

კვლევა The Journal of Neuroscience-ში გამოქვეყნდა.


საკვანძო სიტყვები: #კვლევა , #ტვინი

მსგავსი ინფორმაციები