მოგზაურის ჩანაწერები
მოგზაურის ჩანაწერები
ადრიან დილით ამ ლამაზი უბნის აღმოსაჩენად გავეშურე. თაქსიმის მოედანი, სტამბოლის გულად არის აღიარებული და თანაც ისტორიისა და კულტურის მხრივ მნიშვნელოვანი ცენტრია. ქალაქის სხვადასხვა ადგილის შემაერთებელი ეს ადგილი, არა მხოლოდ შეხვედრების ადგილია, არამედ თურქეთის მოდერნიზებისა და საზოგადოებრივი ცვლილებების ცოცხალი მოწმეა. რესპუბლიკის მემორიალიც აქ დგას, ეროვნული საბრძოლო სული და რესპუბლიკის ღირებულებების სიმბოლოა. რესტორნები, კაფეები და ხელოვნებისთვის განკუთვნილი ადგილები ადგილობრივებისა და ტურისტებისთვის განსაკუთრებული ადგილია, თაქსიმის მოედანი, სტამბოლის წარსულს, დღევანდელობასა და მომავალს სიმბოლურად ხიდივით აკავშირებს.
მოედნამდე რომ მივედი, მზის პირველ სხივებთან ერთად შევიგრძენი გამზირი როგორ ახმაურდა. მოედნის შუაში რესპუბლიკის მემორიალი დავათვალიერე, ვგრძნობდი, რომ ქალაქის ისტორიულ გულს ვუყურებდი. მოედანზე სიარულისას, შევამჩნიე გრძელ სკამზე მოხუცი მამაკაცი იჯდა. ხელჯოხი ეჭირა, წყნარად უყურებდა რესპუბლიკის მემორიალს. მივუახლოვდი, მივესალმე და მის გვერდით ჩამოსაჯდომად მისგან ნებართვა ავიღე. გამიღიმა და „რათქმაუნდა, მობრძანდით“, მითხრა.
ასე ვისხედით უხმოდ. მერე, ისე რომ მემორიალისთვის თვალი არ მოუცილებია, „ამ მემორიალის ყურებისას თვალები ცრემლებით მევსება“, მითხრა. მე კი ინტერესით, „რატომ?“, მერე კი ისე თითქოს წარსულში გადავიდა, თხრობა დაიწყო.
„რესპუბლიკის მოედანი მხოლოდ ქვა და ბრინჯაო არაა, შვილო. ის, ამ მიწის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის, ხალხის ნებისა და მუსტაფა ქემალ ათათურქის ჩვენთვის დატოვებული საჩუქარია. მე, პატარაობისას, მამა მიყვებოდა: ომის დროს ყველამ აქ მოიყარა თავი. ეს მოედანი, წარსულში ზარბაზნებისა და იარაღების შეგროვების ადგილი იყო. ახლა მშვიდად მომღიმარი ადამიანების, იმედით სავსე ნაბიჯების ადგილად იქცა“.
მისმა სიტყვებმა ჩემზე ძალიან იმოქმედა. მისი მონათხრობი, მანამდე წაკითხულს შეერწყა და რესპუბლიკის მემორიალს კიდევ ერთხელ დავაკვირდი. ეს მემორიალი, თაქსიმის მოედნის გულში მდებარეობდა და სტამბოლის სიმბოლოდ იყო ქცეული. 1928 წელს იტალიელი მოქანდაკის პიეტრო ქანონიჩას მიერ აგებული ეს ძეგლი, თურქეთის რესპუბლიკის დაარსებასა და სამამულო ომის გმირების მიუძღვნა. ბრინჯაოსა და ქვის გამოყენებით შექმნილი ეს მემორიალი, ხელოვნებისა და ისტორიის შერწყმაა.
რესპუბლიკის მემორიალს ვუყურებდი და წარსულის ნაშთებისა და თურქეთის იმედიანი მომავლის შეგრძნება მსურდა. გარშემო ტურისტები ფოტოებს იღებდნენ, ადამიანები მიდი-მოდიოდნენ და მოედანზე სხვადასხვა ღონისძიებებს მართავდნენ, ყველა წამი აქ ცოცხალი იყო. ადრიან დილით მოედანზე შედარებით სიწყნარე იყო და მშვიდი ატმოსფერო სუფევდა. ამიტომაც საშუალება მომეცა მემორიალს უფრო კარგად დავკვირვებოდი.
მოხუც მამაკაცს დავემშვიდობე და გადავწყვიტე მოედანზე გამესეირნა. ერთ-ერთ კაფეში დავჯექი და მსუბუქ საუზმეს დაყენებული თურქული ჩაი მივაყოლე. შემდეგ, მოედნისკენ გავეშურე.
ისთიქლალის გამზირზე ჩამწკრივებული ისტორიული შენობები, კაფეები, ბუტიკური სტილის მაღაზიები საოცარ პანორამას, ტრამვაის ნელი სვლა კი გამზირზე ნოსტალგიურ განწყობას ქმნიდა. ნელ-ნელა ყვავილების პასაჟისკენ გავეშურე. ჭერზე ჩამოკიდებული უამრავი ჭაღით და განსხვავებული არქიტექტურით აქაურობა ყველაფრისგან განსხვავდებოდა.
ნევიზადეს ქუჩაზე წასვლა გადავწყვიტე. დილის სიჩუმეში სიარულისას ვერც კი წარმომედგინა საღამოს ეს ქუჩა ყველაზე მხიარულ ქუჩად როგორ გარდაიქმნებოდა. ისთიქლალის გამზირზე უკან დაბრუნებისას, ფერადი ადგილებსა და მაღაზიებს შორის არომატულ სუნებს გავყევი.
ამ დროს მენაყინის დახლის წინ შეკრებილი ხალხმრავლობა შევნიშნე. მენაყინეს თეთრი ხალათი ჩაეცვა, ფესი წამოეცვა თავზე, ხელში ნაყინის გრძელი ნიჩაბის მსგავსი ნაყინის ამოსაღები ეჭირა. მენაყინემ შემამჩნია. ღიმილით „მობრძანდით, ახალგაზრდა ქალბატონო, რომელი ნაყინის გასინჯვა გსურთ?“ მკითხა.
ავღელდი და უცებ მარწყვისა და შოკოლადის ნაყინი ვთხოვე. მაგრამ რა ვიცოდი თუ ასეთი რთული იქნებოდა მისი მოპოვება. მან სნაყინის ჭიქა მომაწოდა, მოწოდებისას კი ისევ უკან წაიღო. გარშემო ყველამ გაიცინა. მერე ამოსაღებით ნაყინი ჰაერში აიტაცა, ჭიქაში ჩადო და მერე ისევ მე მომაწოდა. ასე გაგრძელდა რამდენჯერმე.
სიცილისგან თავი ვერ შევიკავე. „ამჯერად დავიჭერ“, ვუთხარი ჩემს თავს, მოვემზადე, მაგრამ ისევ არ გამომივიდა. უცებ მეგონა, რომ ჭიქა დავიჭირე, მაგრამ ამჯერად ჭიქა ცარიელი აღმოჩნდა. მენაყინემ გარშემომყოფების ხარხარის თანხლებით ნაყინი გადაატრიალა და ჭიქის ზემოდან მოათავსა. „აბა, დაიჭირე“, მითხრა მან.
ბოლოს და ბოლოს როგორც იქნა ნაყინი „მოვიპოვე“, ამ მხიარულ სანახაობას ყველა ტაშის დაკვრით შეხვდა. ოდნავ დავიხარე და „ისთიქლალის გამზირზე ნაყინის შეძენა თუ გინდა, ასეთი შოუსთვის მზად უნდა იყო“, მითხრა.
ნაყინის ჭამისას, იმ წამებზე ვიფიქრე, ცოტა ხნის წინ რომ განვიცადე. ისთიქლალის გამზირზე არა მხოლოდ ისტორიული შენობების, კაფეებისა და მაღაზიების მონახულების, არამედ მხიარული დროის გატარების საშუალებაც მომეცა. ეს გამზირი, მხიარულებისა და სიცოცხლის შეგრძნების ადგილია.
შემდგომ ეპიზოდში ისთიქლალის გამზირიდან ჩემს შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ. ახლა კი გემშვიდობებით!