ბერლინის კინოფესტივალზე 19 ფილმი მონაწილეობს
ბერლინის კინოფესტივალზე 19 ფილმი მონაწილეობს
75-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე (ბერლინალე), რომელიც ბერლინში 13-23 თებერვალს გაიმართება, 19 ფილმი იბრძოლებს მთავარი პრიზისთვის „ოქროს დათვი“.
ბერლინალეს დირექტორის ტრიშა ტატლის მონაწილეობით Haus der Kulturen der Welt-ში გამართულ პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა 75-ე ბერლინალეს პროგრამა.
ფესტივალი, რომელიც 13 თებერვალს გაიხსნება გერმანელი რეჟისორის ტომ ტიკვერის ფილმით „სინათლე" (Das Licht), წარმოადგენს 19 ფილმს მთავარი პრიზისთვის „ოქროს დათვი“, საიდანაც 17 მსოფლიო პრემიერაა.
ფესტივალის განმავლობაში სხვადასხვა კატეგორიაში ნაჩვენები იქნება 74 ქვეყნის 240 ფილმი.
ჟიურის, რომელიც გადაწყვეტს „ოქროს დათვისა“ და „ვერცხლის დათვის“ მფლობელებს, თავმჯდომარეობს ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი ტოდ ჰეინსი. დანარჩენი ჟიურის წევრები მოგვიანებით გამოცხადდება.
შოტლანდიელი მსახიობი ტილდა სვინტონი, რომელიც წელს ბერლინალეს საპატიო ჯილდოს მიიღებს, ჯილდო გადაეცემა ფესტივალის გახსნის გალაზე 13 თებერვალს.
ფესტივალზე, სადაც მსოფლიო დონის მსახიობების დასწრებაა მოსალოდნელი, ჯილდოები გადაეცემათ 22 თებერვალს.