მოგზაურის ჩანაწერები
მოგზაურის ჩანაწერები
მე სეირანი ვარ. თურქეთის აღმოსაჩენად ჩემი მოგზაურობისას მოგიყვებით იმ ამბებზე, ისტორიებზე, ჩემთვის საინტერესო დეტალებზე, რომლებიც მე თავად გადამხდა. თურქეთში ჩემი თავგადასავალი, სტამბოლში ფრენისას დაიწყო. თვითმფრინავში პენსიონერი მასწავლებელ ქალბატონ გუნეშთან სასიამოვნო საუბარი ჩვენი მგზავრობის შეუდარებელი დასაწყისი იყო. ფრენის შემდეგ სტამბოლის აეროპორტში ცხელი ჩაის თანხლებით ეს თავგადასავალი დაუვიწყარ მოგონებად იქცა.
ავიღეთ თუ არა ჩვენი ჩემოდნები, მობილური ტელეფონისთვის ერთ-ერთი თურქული ქსელის ნომერი შევიძინე. ქსელთან ერთად ინეტერნეტიც გამიაქტიურდა, ამგვარად კომუნიკაციისთვის დაბრკოლება არ შემექმნებოდა. მე და ქალბატონმა გუნეშმა ტელეფონის ნომრები გავცვალეთ და შეხვედრისთვის შევთანხმდით. მან თავის სახლში დამპატიჟა და დაურთო, რომ მასთან იმდენი ხანი შემეძლო დარჩენა, რამდენიც მომინდებოდა. მას განვუმარტე, რომ თაქსიმზე სასტუმრო დაჯავშნული მქონდა, თუმცა რამდენიმე დღით მაინც ვესტუმრებოდი. ვგრძნობდი, რომ მისგან თურქული კულტურის შესახებ კიდევ ბევრ რამეს ვისწავლიდი. აეროპორტიდან წამოსვლისას ქალბატონ გუნეშს დავემშვიდობე და მარტომ სტამბოლის აღმოსაჩენად გავაგრძელე გზა. ქალაქი მე მელოდებოდა, თითქოს ყოველი კუთხე ახალ თავგადასავალს მპირდებოდა.
სტამბოლში ჩემი მოგზაურობა თაქსიმზე სასტუმროთი გაგრძელდებოდა. სტამბოლის აეროპორტსა და თაქსიმს შორის დაახლოებით 40 კმ. იყო, ვიცოდი. იმაზე ფიქრმა, რომ ამ მანძილის გავლა სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებით შემეძლო, დამამშვიდა. თაქსიმი, სტამბოლის გულადაა აღიარებული და აქედან ქალაქის ყველა ადგილას გადაადგილება ადვილი იყო. ამიტომაც სასტუმროს ადგილმდებარეობა ამის მიხედვით შევარჩიე. აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე მიმავალ ავტობუსში ჩავჯექი. მგზავრობის მანძილზე ქალაქის სილუეტს შევცქეროდი და ჩემში სასიამოვნო შეგრძნებები იმატებდა. თაქსიმის მოედანზე, სტამბოლის სილამაზემ მომაჯადოვა. მოედნის ცოცხალი ატმოსფერო, გამზირზე ენერგია და ყველა კუთხეში ისტორია იგრძნობოდა. მოედანზე სეირნობის შემდეგ, დაღლილობის მოსახსნელად დაჯავშნილ სასტუმროში გავემართე. სასტუმრო, მოედნიდან რამდენიმე წუთის მანძილზე იყო.
შიგნით შესვლისას, თბილად დამხვდნენ. შესასვლელის წყნარმა ატმოსფერომ დამამშვიდა. მიმღებში პროცედურა მალევე შეასრულეს და ლიფტით მეოთხე სართულზე ჩემს ოთახში ავედი. ოთახში შესვლისთანავე ჩემოდანი იქვე დავდე და მაშინვე ფანჯარას მივაშურე. ფარდა გადავხსენი და ხედმა მომაჯადოვა. ჩემს წინ, თაქსიმის მოძრავი ატმოსფერო და ბოღაზის მშვიდი ცისფერი ფერი ზეწარივით იყო გაფენილი. ზღვა, შორს წვრილ ხაზად მოსჩანდა და თოლიები ცაში წრეს ხაზავდნენ. საღამოს მზე ნელ-ნელა ქვემოთ იწევდა, ბოღაზის თავზე ვარაყისფერ სხივებს აფრქვევდა. იმ წამს, ხედმა მომაჯადოვა. თაქსიმის ენერგიისა და ბოსფორის სიმშვიდის ერთობლიობამ სტამბოლის ხიბლი პირველივე დღიდან შემაგრძნობინა. ამ ქალაქში ბევრი თავგადასავალი მელოდა და ამან ღიმილი მომგვარა. სტამბოლის ახალთახალ თავგადასავალში ვდგამდი ფეხს და ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.
ცოტა ხნის დასვენების შემდეგ, ისთიქლალის გამზირზე სიარული დავიწყე. ტრამვაის ნოსტალგიური ხმა, მაღაზიებიდან გამოსული მელოდიები და ქუჩის ხელოვანების მომნუსხველი პერფომანსები ჩემს გამოცდილებას ფერს ჰმატებდა. ყოველ ნაბიჯზე, ვგრძნობდი სტამბოლის ფერად და მულტიკულტურულ ხასიათს. საღამოს საათების მოახლოებისას გამზირი უფრო ახმაურდა. ხალხმრავლობაში, ყოველი კუთხიდან სხვადასხვა მელოდიები ისმოდა. ერთ კუთხეში ბაღლამასთან ხალხურ სიმღერას მღეროდნენ, იქვე გვერდით კი ახალგაზრდები გიტარისა და ბარაბნის თანხლებით როკის ჟანრში ასრულებდნენ მელოდიებს. სხვა კუთხიდან კლასიკური მუსიკის ტონალობები ისმოდა. სამი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, ვიოლინოსა და ჩელოს შესრულებით პატარა კონცერტს მართავდა, მელოდიებით ქუჩაში მომაჯადოებელ ატმოსფეროს ქმნიდა. თუმცა ყველაზე მეტად ჩემი ყურადღება შუა ქუჩაში მდგარმა მამაკაცმა მიიპყრო. ხელში დოლი ეჭირა და რიტმის დაჭერას ცდილობდა, პირის ჰარმონიკით მხიარულ მელოდიას უკრავდა. ბავშვები მხიარულად მის ირგვლივ ცეკვავდნენ, დიდები კი ტელეფონით ამ წამებს უკვდავს ხდიდნენ. ისთიქლალის გამზირი, თითქოს ღია ცის ქვეშ გამართული კონცერტის სივრცეს წარმოადგენდა. ყოველ ნაბიჯზე სხვადასხვა კულტურისა და გრძნობის მუსიკასთან შერწყმის მოწმე ვხდებოდი. იმ წამს, ეს გამზირი სტამბოლის სულის გამომხატველად შევიგრძენი. ხელოვნებისა და ადამიანის სინთეზის ეს მომაჯადოებელი ატმოსფერო, ჩემს მეხსიერებაში დაუვიწყარ წამებად იქცა.
GEÇİŞ
ეს მგზავრობა, ჩემთვის მხოლოდ დასაწყისი იყო. არ ვიცოდი რომელ ქუჩაზე შემევლო, რა გემოები გამესინჯა და მოუთმენლად ველოდებოდი იმ აღმოჩენებს, რასაც ეს ქალაქი შემომთავაზებდა. სტამბოლის მაგიამ მთლიანად მომიცვა და ყოველი წამის დაუვიწყარ მოგონებად გადაქცევის მჯეროდა. თუმცა დატვირთული დღის ბოლოს დაღლილობა ვიგრძენი. „ხვალ დილით უფრო ენერგიულად თაქსიმის მოედანსა და ამავე სახელწოდების გამზირის აღმოსაჩენად გავეშურები“, ვუთხარი ჩემს თავს და სასტუმროში დავბრუნდი და ოთახში მოსასვენებლად წავედი. ახალი თავგადასავლებისთვის კარგი ძილი აუცილებელი იყო.