TRT-ს დოკუმენტური ფილმების მე-15 საერთაშორისო დაჯილდოება ხვალ იწყება
TRT-ს დოკუმენტური ფილმების მე-15 საერთაშორისო დაჯილდოება ხვალ იწყება
თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის კორპორაციის (TRT) მიერ მიმდინარე წელს 15-ჯერ გამართული „TRT საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების დაჯილდოება“ ხვალ იწყება.
15-ჯერ გამართული TRT საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების დაჯილდოება აღნიშნავს „კრისტალის წელს“.
სტამბოლში, 12-15 დეკემბერს გამართული ღონისძიების ამ წლის თემაა, „მიუხედავად იმისა, რომ შორს არის, სინამდვილეში ძალიან ახლოსაა“.
მიმდინარე წლის დაჯილდოების ცერემონიალზე ყურადღება გამახვილდება ღაზაში მიმდინარე ჰუმანიტარულ დრამაზე, მსოფლიოში არსებულ ქაოსსა და ომის საფრთხეებზე.
მსოფლიოს მნიშვნელოვან ფესტივალებზე დაჯილდოებული დოკუმენტური ფილმები და პალესტინის შესახებ სიუჟეტები სპეციალური კოლექციით იქნება წარმოდგენილი.
ღონისძიებაზე გამოცდილ რეჟისორებთან გაიმართება სამსახიობო კლასი, დოკუმენტური ფილმების დღევანდელ და მომავლის შესახებ დისკუსიები, პანელები და სხვა სამუშაო შეხვედრები.
ოთხ კატეგორიაში 100 ქვეყნიდან 1700-მდე განაცხადის შესულ ფესტივალზე 40 პალესტინელი იბრძოლებს პრიზისთვის. ნაჩვენები იქნება ფინალში გასული დოკუმენტური ფილმებიც.
კვირა დღეს (15 დეკემბერი) გასამართ დაჯილდოების ცერემონიაზე, მათ შორის ‘TRT-ის 60-ე წლისადმი სპეციალური ჯილდოები’, სულ 15 ჯილდო გადაეცემა მფლობელებს. დახურვის პროგრამა და დაჯილდოების ცერემონიალი პირდაპირ ეთერში გაშუქდება TRT Belgesel-ის არხზე.