TRT-ს დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე განაცხადების მიღება გრძელდება
TRT-ს დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე განაცხადების მიღება გრძელდება
თურქეთის ტელე-რადიო კორპორაციის (TRT) მიერ წელს მე-15-ედ ორგანიზებული "TRT-ს დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო დაჯილდოებაზე“-ს განაცხადების მიღება 15 ნოემბრამდე გაგრძელდება.
კონკურსი ტარდება მოყვარული და პროფესიონალი დოკუმენტალისტების მხარდასაჭერად, დოკუმენტური ჟანრის განვითარებისა და გავრცელებაში წვლილის შესატანად და სხვადასხვა ქვეყნებიდან დოკუმენტური ფილმების მაყურებლისთვის წარდგენის უზრუნველსაყოფად.
კონკურსზე, რომლის მიზანია მსოფლიოს ოთხივე კუთხიდან დოკუმენტალისტების ერთად შეკრება და იდეების გაცვლისთვის პლატფორმის შექმნა, განაცხადების გაკეთება 15 ნოემბრამდეა შესაძლებელი ინტერნეტ მისამართზე „www.trtbelgesel.com“.
ღაზაში ადამიანური ტრაგედიისადმი ყურადღების მიპყრობის მიზნით წელს ღონისძიება ატარებს დევიზს „მიუხედავად იმისა, რომ შორს არის, სინამდვილეში ძალიან ახლოსაა“ და მასზე მხოლოდ 17 ოქტომბრის მდგომარეობით უცხოეთიდან 840 განაცხადი შევიდა.
კონკურსში, სადაც მონაწილეობა უფასოა, მონაწილეები დაჯილდოვდებიან 4 კატეგორიაში: „საერთაშორისო პროფესიული კატეგორია“, „ეროვნული პროფესიული კატეგორია“, „სტუდენტების ეროვნული კატეგორია“ და „პროექტის მხარდაჭერის კატეგორია“.
TRT-ის დაარსებიდან 60 წლის იუბილეს გამო პირველ 3 კატეგორიაში „60 წლისთავის სპეციალური ჯილდოც" გაიცემა. კონკურსის ფარგლებში ყველა კატეგორიაში 13 ჯილდო განაწილდება.
წინასწარი შერჩევის შედეგები 22 ნოემბერს გახდება ცნობილი. გამარჯვებულები კი 15 დეკემბერს დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდებიან.
ღონისძიებები, რომლებიც მოიცავს მასტერკლასებს კინოს პროფესიონალებთან, ინტერვიუებსა და ვორქშოფებს დოკუმენტური ფილმის აწმყოსა და მომავლის შესახებ, ღია და უფასო იქნება ყველა მონაწილისთვის.