„2024 წლის საპრეზიდენტო კულტურისა და ხელოვნების დიდი ჯილდოების“ მფლობელები დასახელდა
„2024 წლის საპრეზიდენტო კულტურისა და ხელოვნების დიდი ჯილდოების“ მფლობელები დასახელდა
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, „2024 წლის საპრეზიდენტო კულტურისა და ხელოვნების დიდი ჯილდოების“ მფლობელები დაასახელა.
პრეზიდენტმა ერდოღანმა, პრეზიდენტის სასახლეში საგამოფენო დარბაზში გამართულ 29 ოქტომბრის სპეციალურ პროგრამაზე სიტყვით გამოვიდა.
სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ ერდოღანმა, 2024 წლის საპრეზიდენტო კულტურისა და ხელოვნების დიდი პრემიის ლაურეატები გამოაცხადა.
შესაბამისად, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში პრემია მიენიჭათ გონულ თექინს და გუნაი ქუთს, ლიტერატურის სფეროში - ფატმა ქარაბიიქ ბარბაროსოღლუს, მუსიკის სფეროში - აჰმეთ ოზჰანს, კინოს სფეროში - გოქსელ არსოის, თეატრის სფეროში - თურან ოფლაზოღლუს, ბიბლიოთეკის საქმიქნობის სფეროში - რამაზან მინდერს, ხელოსნობის სფეროში - სალიჰ ბალაქბაბალარს, ხოლო ერთგულების პრემია გადაეცა ჰალით რეფიღს.