TRT-ს სერიალი კანში
თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის (TRT) სერიალი კანში…
საფრანგეთის სამხრეთით ქალაქ კანში გამართულ მსოფლიოს კონტენტის ერთ-ერთ ყველაზე დიდი გამოფენის MIPCOM-ის პირველ დღეს, TRT-ს „მეჰმედი: ფეთიჰების სულთანი“ სახელწოდების სერიალის ჩვენება საერთაშორისო მაყურებლის წინაშე განხორციელდა.
MIPCOM-ის გამოფენა, რომელიც ტელევიზიისა და წარმოების ინდუსტრიის შეხვედრის ადგილია, კანის კონგრესისა და ფესტივალის სასახლეში გაიმართა.
წელს, გამოფენის პირველ ჩვენებაზე, სადაც საპატიო ქვეყნად ესპანეთი იყო წარდგენილი, TRT-ს სერიალი, „მეჰმედი: ფეთიჰების სულთანი“ მსოფლიოს ოთხი კუთხიდან ჩამოსულ მაყურებელს უჩვენეს.
გამოფენაზე სერიალის ჩვენებას, რომელსაც TRT-ს გენერალური დირექტორის მოადგილე ზიად ვაროლიც ესწრებოდა, „(ოსმალეთის იმპერიიდან) ფათიჰ სულთანის განუმეორებელი ისტორიის მსოფლიოსთვის გაცნობა საამაყოა“, სიტყვებით გამოეხმაურა. „ეს პროექტი, თურქული ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე ამბიციურია და მსოფლიოს მასშტაბით გამოხმაურებას ჰპოვებს“, დასძინა მან.
თურქეთში სერიალის „მეჰმედი: ფეთიჰების სულთანის“ ჩვენება 27 თებერვალს დაიწყო და დღემდე მისი 19 სერიაა გადაღებული.
სერიალი, რომელიც ოსმალეთის იმპერიის აღორძინების ეპოსს ეხება, ისტორიიდან იღებს შთაგონებას.
მე-40-ე MIPCOM-ის გამოფენა, რომელიც 24 ოქტომბრამდე გაგრძელდება, წელს 100-ზე მეტი ქვეყნიდან ათასობით ფილმის მწარმოებელსა და მომხმარებელს, სულ კი 11 ათასამდე სტუმარს ელოდება.
ყოველი წელს ოქტომბრის თვეში საფრანგეთის სამხრეთით ქალაქ კანში MIPCOM-ის გამოფენა, სხვადასხვა ქვეყნიდან ფილმებისა და სერიალების ინდუსტრიის წარმომადგენლებს მასპინძლობს. MIPCOM-ში წარმოდგენილია ფილმი, სერიალი, ანიმაცია, დოკუმენტური და სატელევიზიო ფორმატები.