მეჰმეთ ზაჰიდ სობაჯი ABU-ს გენერალური ასამბლეის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა
მეჰმეთ ზაჰიდ სობაჯი ABU-ს გენერალური ასამბლეის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა
თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის (TRT) გენერალურმა დირექტორმა მეჰმეთ ზაჰიდ სობაჯიმ განაცხადა: „TRT-ის მიერ წარმოებული სერიალები გადის 110-ზე მეტ ქვეყანაში 50-ზე მეტ ენაზე“.
თურქეთის ვიზუალური და აუდიო მეხსიერება TRT-მ, 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, აზია-წყნარი ოკეანის მაუწყებელთა კავშირის (ABU) გენერალური ასამბლეის შეხვედრებისთვის სტამბოლში ჩამოსული ABU-ს დელეგაციისთვის სპეციალური მიღება გამართა.
მიღებას 60-მდე ქვეყნიდან 400-ზე მეტი მაუწყებელი დაესწრო.
მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას TRT-ის გენერალურმა დირექტორმა მეჰმეთ ზაჰიდ სობაჯიმ განაცხადა, რომ TRT არის როგორც მეხსიერება, ასევე მომავალი. მან აღნიშნა, რომ სინდისის შემძვრელი კრიზისების დროს TRT ყოველთვის სიმართლის მხარეს იდგა და ხაზი გაუსვა მის ლიდერობას მედია სექტორში.
მეჰმეთ ზაჰიდ სობაჯიმ განაცხადა: „თურქეთი დღეს მთელი ძალით იბრძვის უფრო სამართლიანი და ყველასთვის საცხოვრებლად ვარგისი მსოფლიოსთვის; ეძებს გამოსავალს სინდისის შემძვრელი კრიზისებიდან ჰუმანური ღირებულებების მხარეს. როგორც ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებელი TRT, ჩვენ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმძღვანელობით ყოველთვის ვგრძნობთ პასუხისმგებლობას თურქეთის ამ ღირსეული პოზიციისა, რომელიც ყველა კრიზისში სამართლიანობასა და სიმართლეს ანიჭებს უპირატესობას, და მთელი ძალით ვცდილობთ გამოვიყენოთ ჩვენი გამოცდილება და შესაძლებლობები მაუწყებლობაში ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად“.
„ჩვენს ქვეყანაში წარმოებული სერიალები თითქმის მილიარდ ადამიანს აღწევს მსოფლიოში, და ჩვენ ვართ ლიდერები სერიალების სექტორშიც“, - განაცხადა TRT-ის გენერალურმა დირექტორმა, და დასძინა, რომ TRT-ის მიერ წარმოებული სერიალები გადის 110-ზე მეტ ქვეყანაში 50-ზე მეტ ენაზე.
TRT-ის გენერალურმა დირექტორმა ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო ციფრული პლატფორმა „Tabii“ გაუშვეს 2023 წლის მაისში და განაცხადა: „მხოლოდ 17 თვეში Tabii-მ 6 მილიონ აბონენტს გადააჭარბა, და მის მეშვეობით ჩვენ ვაზიარებთ მაყურებლებს ჩვენი ცივილიზაციიდან მომდინარე ორიგინალურ კონტენტს. Tabii, რომელიც გთავაზობთ 5 სხვადასხვა ენაზე 40-ზე მეტ ორიგინალურ პროდუქციას და 20 000 საათზე მეტ კონტენტს, ღვთის ნებით, მალე ხელმისაწვდომი გახდება მთელი მსოფლიოს მაყურებლებისთვის“.