ყარსის გრუიერის ყველმა გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია მიიღო
ყარსის გრუიერის ყველმა გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია მიიღო
გეოგრაფიული აღნიშვნის ნიშანი მიიღო „გრუიერის ყველმა“, რომელიც ყარსის მაღალმთიან იალაღებზე მობალახე ძროხების რძისგან მზადდება.
მწარმოებლები, ქალაქში მერძევეებისგან შეგროვებულ რძეს გარკვეულ პროცედურას უტარებენ, შემდეგ კი ამავე რძეს სპილენძის ქვაბებში ადუღებენ, რაც რძის „აჭრას” და მის დანაწევრებას იწვევს.
რძეს ქვაბებიდან ფორმებში ასხამენ, 48 საათის განმავლობაში აჩერებენ და გრილ ოთახში დაახლოებით 6-9 თვე ინახავენ, მხოლოდ ამის შემდეგ იქცევა ის გრავიერის ყველად.
ყარსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (KATSO) მიერ თურქეთის პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების ინსტიტუტში 2021 წელს შეტანილი განაცხადის შედეგად, გრუიერის ყველმა 17 სექტემბერს გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის მოწმობა მიიღო.
ქალაქში ყოველწლიურად 200-250 ტონამდე გრუიერის ყველი იწარმოება.
მწრამოებლების თქმით, ისინი ყარსის გრუიერის ყველის მსოფლიოსთვის გაცნობას გეგმავენ.