თურქეთმა გააკრიტიკა სერიალი "ფამაგუსტა"
თურქეთმა გააკრიტიკა სერიალი "ფამაგუსტა", რომელიც ერთ-ერთ ციფრულ პლატფორმაზე უნდა გავიდეს
თურქეთმა გააკრიტიკა სერიალი "ფამაგუსტა", რომელიც ერთ-ერთ ციფრულ პლატფორმაზე უნდა გავიდეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს X-ის ანგარიშით გავრცელდა პოსტი ციფრულ პლატფორმაზე გასაშვები სერიალ "ფამაგუსტა"-ს შესახებ.
„სერიალი სახელწოდებით „ფამაგუსტა“, რომელიც ციფრულ პლატფორმაზე გავა, ემსახურება სამხრეთ კვიპროსის ბერძნული ადმინისტრაციის შავ პროპაგანდას ისტორიული ფაქტების დამახინჯებით“. - ნათქვამია პოსტში. იქვე აღნიშნულია, რომ სერიალი წარმოადგენს კვიპროსელი თურქების ხსოვნისადმი დიდ უპატივცემულობას, რომლებიც 1963-74 წლებში კვიპროსის თვალსისხლიანმა კვიპროსელი ბერძნების ბანდებმა დახოცეს.
პოსტში ნათქვამია: „ასეთი უშედეგო მცდელობები ფაქტების სხვაგვარად ასახვის, ვიდრე არის, კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს მონდომებას კვიპროსის საკითხზე ვიბრძოლოთ ჩვენი ეროვნული საქმისთვის. ჩვენ პატივისცემით ვიხსენებთ ჩვენს კვიპროსელ ვეტერანებს და ჩვენს მოწამეებს“.