THY-მ სირიის მიმართულებით ფრენები განაახლა
THY-მ სირიის მიმართულებით ფრენები განაახლა
2233690
თურქეთის ავიახაზებმა (THY) განაახლა ფრენები სირიის მიმართულებით, რომელიც შეაჩერა 2012 წლის 1 აპრილს ქვეყანაში შიდა არეულობის გამო და დღეს შესრულდა რეისი სტამბოლი-დამასკო.
THY-ს პირველი დაგეგმილი ფრენა სირიის დედაქალაქ დამასკოში 13 წლის შემდეგ განხორციელდა ფართო მოცულობის თვითმფრინავით ფრენის კოდით "TK 846" და იგი შესრულდა სტამბოლის აეროპორტიდან.
დამასკოს საერთაშორისო აეროპორტში გასამგზავრებლად ბილეთებისა და პასპორტის კონტროლის შემდეგ სულ 349 მგზავრი ჩაჯდა თვითმფრინავში.
THY-ს თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლის აეროპორტიდან თურქეთის დროით 09:00 საათზე გაფრინდა, დაახლოებით 2 საათიანი ფრენის შემდეგ დამასკოს საერთაშორისო აეროპორტში დაეშა.