ომერ ბოლათი თურქმენეთის პრეზიდენტს შეხვდა
ომერ ბოლათი თურქმენეთის პრეზიდენტს შეხვდა
ვაჭრობის მინისტრმა ომერ ბოლათმა აღნიშნა, რომ ყველა ზომებს იღებენ რათა, თურქეთსა და თურქმენეთს შორის დადგენილი 5 მილიარდ დოლარიან სავაჭრო ბრუნვის მიზანს, რაც შეიძლება მალე მიაღწიონ.
ომერ ბოლათი აშხაბადში გამართული მე-11 თურქმენეთის თურქული ექსპორტირებული პროდუქციის გამოფენაზე დასასწრებად ამ ქვეყენაში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ომერ ბოლათი პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა მიიღო.
გაკეთებულ შეფასებაში ბოლათმა აღნიშნა, რომ ძმურ კავშირზე დამყარებული თურქულ-თურქმენული ურთიერთობები განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მნიშვნელოვან პროგრესს აღწევს. მან ასევე განმარტა, რომ თურქმენეთთან სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებს თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე ნოქერგული ათაგულიევთან კოორდინაციაში ახორციელებენ.
მინისტრმა ბოლათმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად სავაჭრო ბრუნვა 2,7 მილიარდ დოლარს უახლოვდება.
„ჩვენი ერთობლივი ინიციატივები 200 მილიონ დოლარზე მეტია, ხოლო ჩვენმა მშენებლებმა თურქმენეთში 53,5 მილიარდ დოლარის ღირებულების დაახლოებით 1100 პროექტი აიღეს. შესაძლებელია თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება ვაჭრობის, ინვესტიციებისა და სამშენებლო სფეროებში. ჩვენი უდიდესი მიზანია 5 მილიარდ დოლარიანი სავაჭრო ბრუნვა. ამისათვის კი ყველა საჭირო ნაბიჯებს ვდგამთ“.