ანტალია D-8-ის ტურიზმის ჯილდოს ამღები პირველი ქალაქი გახდა

ანტალია D-8-ის ტურიზმის ჯილდოს ამღები პირველი ქალაქი გახდა

2217448
ანტალია D-8-ის ტურიზმის ჯილდოს ამღები პირველი ქალაქი გახდა

ანტალია გახდა პირველი ქალაქი, რომელმაც აიღო, „D-8-ის (განვითარებული რვა ქვეყნის) ტურიზმის ქალაქის ჯილდო, 2025 წლისთვის“.

კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმეთ ნური ერსოიმ სოციალურ მედიაში გაზიარებულ პოსტში აღნიშნა, რომ ანტალია კვლავ მწვერვალზეა.

ერსოი აცხადებს, რომ ანტალია, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული ცენტრია, გახდა პირველი ქალაქი, რომელმაც მოიპოვა „D-8-ის ტურიზმის ქალაქის ჯილდო 2025 წლისთვის“, და აღნიშნავს:

„ეს უნიკალური ქალაქი, რომელმაც სხვადასხვა ეპოქებში უამრავ ცივილიზაციას უმასპინძლა, თავის კულტურულ სიმდიდრეს უთავსებს ბუნებრივ სილამაზეს და სტუმრებს დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს. ანტალია გახლავთ ქალაქი, რომელიც არა მხოლოდ თურქეთის, არამედ მთელი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ტურისტულ ცენტრად რჩება“.

ცნობისათვის, D-8 თურქეთის, ირანის, პაკისტანის, ბანგლადეშის, მალაიზიის, ინდონეზიის, ეგვიპტის და ნიგერიისგან შემადგენლობით 1997 წელში შეიქმნა.



მსგავსი ინფორმაციები