აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონიდან ექსპორტი გაიზარდა
აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონიდან ექსპორტი გაიზარდა
საექსპორტო შემოსავალმა ტრაპიზონიდან, რიზედან, ართვინიდან და გუმუშჰანედან მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში 1 მილიარდ 554 მილიონ 612 ათას 362 დოლარს მიაღწია.
აღმოსავლეთ შავი ზღვის ექსპორტიორთა ასოციაციის დირექტორთა საბჭოს ვიცე თავმჯდომარის აჰმედ ჰამდი გურდოღანის წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ ექსპორტი რეგიონიდან 11 თვეში 24 პროცენტით გაიზარდა.
ამ პერიოდში ყველაზე მეტი ექსპორტი იყო თხილი 723 მილიონ 415 ათას 736 დოლარით, აკვაკულტურა და მეცხოველეობის პროდუქტები 238 მილიონ 615 ათას 817 დოლარით, მაღაროები და ლითონები 179 მილიონ 375 ათას 999 დოლარით, ახალი ხილი და ბოსტნეული 162 მილიონ 404 ათას 103 დოლარი, 37 მილიონ 861 ათას 778 დილარი ქიმიკატები.
გურდოღანმა აღნიშნა, რომ ამ პერიოდში რეგიონის პროდუქცია ექსპორტირებულ იქნა 146 ქვეყანაში.
მისივე თქმით, რეგიონიდან ყველაზე მეტი ექსპორტი რუსეთში, იტალიაში, გერმანიაში, საქართველოში და ჩინეთში განხორციელდა.