რიზე-ართვინის აეროპორტიდან ბაჰრეინსა და იორდანიაში ავიარეისები დაინიშნება

რიზე-ართვინის აეროპორტიდან ბაჰრეინსა და იორდანიაში ავიარეისები დაინიშნება

2203137
რიზე-ართვინის აეროპორტიდან ბაჰრეინსა და იორდანიაში ავიარეისები დაინიშნება

რიზე-ართვინის აეროპორტიდან ბაჰრეინსა და იორდანიაში ავიარეისები დაინიშნება.

ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულქადირ ურალოღლუმ საკითხთან დაკავშრებით გაკეთებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ 19-24 ოქტომბერს მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში გაიმართა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო მოლაპარაკებების ღონისძიება.

ურალოღლუმ აცნობა, რომ ღონისძიების ფარგლებში ბაჰრეინსა და იორდანიასთან ახალი ურთიერთგაგების მემორანდუმები გაფორმდა.

„ბაჰრეინსა და იორდანიასთან გაფორმებული შეთანხმებების ფარგლებში, რიზე-ართვინი-ბაჰრეინისა და რიზე-ართვინი-ამანის მიმართულებებზე კვირაში 7 რეისის განხორციელების უფლება ორივე ქვეყნის გადამზიდავებს მიენიჭათ“, - განაცხადა მან.

ურალოღლუმ აღნიშნა, რომ ხელმოწერილი მემორანდუმებით შეიქმნა საჭირო სამართლებრივი და კომერციული საფუძველი ბაჰრეინსა და იორდანიასა და რიზეს შორის საჰაერო მიმოსვლის დასაწყებად.



მსგავსი ინფორმაციები