ანტალიის აეროპორტმა სექტემბრის თვეში 5,1 მილიონ მგზავრს მოემსახურა
ანტალიის აეროპორტმა სექტემბრის თვეში 5,1 მილიონ მგზავრს მოემსახურა
2197661
ანტალიის აეროპორტმა მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში 5,1 მილიონ მგზავრს მოემსახურა.
თურქეთის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი უწყების (DHMI) გენერალურმა დირექტორმა გამოაცხადა ანტალიის აეროპორტის ავიაკომპანიის თვითმფრინავების, სამგზავრო და ტვირთების სტატისტიკა მიმდინარე წლის სექტემბრისთვის.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ანტალიის აეროპორტმა სექტემბრის თვეში, 5 მილიონ 131 ათას 665 მგზავრს მოემსახურა, მათ შორის 4 მილიონ 627 ათას 276 საერთაშორისო მგზავრი გახლდათ.
ამავე ინფორმაციით, სექტემბრის თვეში ტვირთის, ფოსტისა და ბარგის მიმოსვლამ 65 ათას 299 ტონა შეადგინა.
თავის მხრივ, უწყების განცხადებაში მითითებულია, რომ მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 31 სექტემბრამდე აეროპორტის მგზავრთა გადაზიდვამ შეადგინა 31 მილიონ 760 ათას 567.