თურქული ორაგული 45 ქვეყანაში გაიყიდა
თურქული ორაგული 45 ქვეყანაში გაიყიდა
თურქული ორაგული 45 ქვეყანაში გაიყიდა.
აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონის ექსპორტიორთა ასოციაციის (DKİB) მონაცემებით, თურქული ორაგულის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა, რომელიც 2023 წლის იანვარ-სექტემბერში 330 მილიონ 169 ათას 400 დოლარი იყო, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში 351 მილიონ 350 ათას 868 დოლარს მიაღწია.
ექსპორტირებული პროდუქციის რაოდენობა 51 ათას 239 ტონიდან 57 ათას 675 ტონამდე გაიზარდა.
ამგვარად, თურქული ორაგულის ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რაოდენობით 13 პროცენტით, ღირებულებით კი 6 პროცენტით გაიზარდა.
აღნიშნულ პერიოდში თურქული ორაგული გაიყიდა 45 ქვეყანაში.
ამ პერიოდში თურქეთიდან რუსეთის ფედერაციაში 42 ათას 252 ტონა ორაგული გავიდა, რითაც ქვეყანამ 244 მილიონ 228 ათას 634 დოლარი გამოიმუშავა.
გასული წლის ანალოგიური პერიოდისგან განსხვავებით, ორაგული ამ პერიოდში თურქეთიდან ფილიპინებში, ეგვიპტეში, ომანში, სლოვენიაში, ბაჰრეინში, უზბეკეთსა და სერბეთში გავიდა.