თურქეთის ექსპორტმა 193 მილიარდ დოლარს მიაღწია
თურქეთის ექსპორტმა 193 მილიარდ დოლარს მიაღწია
2193894
ვაჭრობის მინისტრმა ომერ ბოლათმა სექტემბრის საგარეო ვაჭრობის მონაცემები გამოაქვეყნა.
ბოლათის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 9 თვეში ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,2 პროცენტით გაიზარდა და 193 მილიარდ დოლარს მიაღწია, იმპორტი კი 7,9 პროცენტით შემცირდა და 253 მილიარდ დოლარს მიაღწია.
მინისტრმა ბოლათმა განაცხადა, რომ საგარეო სავაჭრო დეფიციტი წლის 9 თვეში 87,7 მილიარდი დოლარიდან 60,1 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31,5 პროცენტით შემცირდა.