აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონიდან 7 თვეში ზღვის პროდუქტების ექსპორტი 25 ქვეყანაში განხორციელდა
აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონიდან 7 თვეში ზღვის პროდუქტების ექსპორტი 25 ქვეყანაში განხორციელდა
აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონიდან იანვარ-ივლისში ზღვის პროდუქტების ექსპორტი 25 ქვეყანაში განხორციელდა.
აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონის ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ საფეტ ქალიონჯუმ განაცხადა, რომ 7 თვეში რეგიონიდან 19 ათას 339 ტონა ზღვის პროდუქტები იქნა ექსპორტირებული. მისივე თქმით, აღნიშნული გაყიდვებიდან 105 მილიონ 219 ათას 863 დოლარის მოგება მიიღეს.
"პირველ ადგილზე რუსეთის ფედერაცია არის 66 მილიონ 503 ათას 75 დოლარით. რუსეთის ფედერაციას მოჰყვება ბელარუსი 11 მილიონ 465 ათას 508 დოლარით და ვიეტნამი 10 მილიონ 27 ათას 709 დოლარით. რეგიონიდან ასევე გასული წლის იმავე პერიოდისგან განსხვავებით ზღვის პროდუქტები გაიყიდა უკრაინაში, დანიაში, ეგვიპტეში, კენიაში, ფილიპინებში, ესპანეთსა და ჩკთრ-ში“. - აღნიშნა ქალიონჯუმ.
მსგავსი ინფორმაციები
სირიის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქება განიხილება
სირიის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქება საგარეო საქმეთა მინისტრების მომავალ შეხვედრაზე განიხილება
თურქეთიდან 141 მილიონი დოლარის ყვავილების ექსპორტი განხორციელდა
თურქეთიდან 141 მილიონი დოლარის ყვავილების ექსპორტი განხორციელდა