ხიროსიმას ტრაგედიიდან 71 წელი გავიდა

დღეს, ხიროსიმას ტრაგედიის 71-ე წლისთავია. იაპონელი ხალხი სამგლოვიარო ცერემონიით იგონებს 1945 წლის 6 აგვისტოს ამერიკელების მხრიდან ქალაქ ხიროსიმაში ჩამოგდებული ატომური ბომბის შედეგად დაღუპულების სულებს. ეს იყო მსოფლიოში ჩამოგდებული პირველი ატომური ბომბი, რასაც 70 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ამის პარალელურად ფაქტიურად მთლიანად განადგურდა ქალაქი თავისი ყველანაირი ინფრასტრუქტურიანად. წლევანდელი სამგლოვიარო ცერემონიის ადგილი ჩამოგდებული  ბომბის მახლობელი ტყე-პარკი გახდა და დაღუპულთა ხსოვნის საპატივსაცემოდ ჯერ ეკლესიებში ზარებს ჩამოჰკრეს, შემდეგ წუთიერი დუმილით და სანთლების დანთებით მიაგეს პატივი მათ სულებს. ცერემონიაზე სიტყვით გამოსულმა ქვეყნის პრემიერმა შინზო აბემ  და მსოფლიოს ბირთვული განიარაღებისკენ მოუწოდა. 9 აგვისტოს კი ნაგასაკის ტრაგედია აღინიშნება