პოლონელმა დემონსტრანტებმა პოლონეთში რუსეთის ელჩს წითელი საღებავი შეასხეს

 

რუსეთის ელჩს პოლონეთში, ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 77 წლისთავთან დაკავშირებით დედაქალაქ ვარშავაში მდებარე საბჭოთა სამხედროების საფლავზე წითელი საღებავი შეასხეს. პოლონელმა დემონსტრანტებმა, რომლებიც აპროტესტებდნენ რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე, ამით ხელი შეუშალეს რუსეთის ელჩის სერგეი ანდრეევის სასაფლაოზე მისვლას.