ამერიკამ დაგმო რუსეთის ქმედება

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს წარმომადგენელმა მარკ ტონერმა ყოველდღიურ ტრადიციულ პრეს კონფერენციაზე მკაცრი უარყოფითი რეაქცია გამოხატა რუსეთის მხრიდან  ირანის ტერიტორიაზე მდებარე აეროპორტების გამოყენებას სირიაში ისლამური სახელმწიფოს ობიექტების დაბომბვისას. “სამწუხარო ვითარებაა, მაგრამ ეს არ იყო მოულოდნელი, არ უნდა ვთქვათ, თითქოსდა არ ველოდით ასეთ ფაქტს", აღნიშნა ტონერმა და დაამატა, რომ ამ ვითარებამ სირიაში არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა. მისივე აზრით არსებობს გაეროს უშიშროების საბჭოს დადგენილება, რომელიც კრძალავს ირანის საჰაერო სივრცის გამოყენებას სამხედრო თვითმფრინავებისათვის და ახლი იურისტები გამოიკვლევენ რუსეთის ამ შემთხვევას, მან დაარღია თუ არა ეს დადგენილება