უცხოური პრესა 24.08.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1696270
უცხოური პრესა 24.08.2021

კატარული ალ-რაია: თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანი, ავღანეთთან დაკავშირებით ინტენსიურ სატელეფონო დიპლომატიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს

ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის აეროპორტში დაწყებული ქაოსის შედეგად, რამდენიმე ბავშვი დაიღუპა და რამდენიმე კი დაიკარგა

ერაყული ალ-ზემანი: ამერიკული და ევროპული წყაროები იუწყებიან, რომ შეუძლებელია ავღანეთში ევაკუაციის დროულად დასრულება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თალიბანი უარს ამბობს ევაკუაციის ვადის გაგრძელებაზე

გერმანული დოიჩე ველე: გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრამპ-კარენბაუერმა, რომელიც ავღანეთში გერმანელი და ადგილობრივი მოხელეების ევაკუაციის შეფერხების გამო კრიტიკის ქვეშ მოექცა, თქვა, რომ ის მზად არის პასუხი აგოს თავის ქმედებებზე

სუდეტშ ცაიტუნგი: გერმანიის მთავრობას სურს ეპიდემიასთან ბრძოლაში ამოიღოს მიმდინარე შემთხვევები, ხოლო მის ნაცვლად კი, მას სურს განიხილოს საავადმყოფოების დატვირთვის მაჩვენებელი, როგორც ახალი კრიტერიუმი

ტაგესშაუ.დე: აშშ-ი და გერმანია გეგმავენ საგანგებო თავშესაფრების შექმნას და ამ მიზნით, ავღანეთიდან ევაკუირებული დაახლოებით 4000 ადამიანი, შეიძლება დროებით განთავსდეს აშშ-ის ბაზებზე

ფრანგული ფიგარო: ხუთი ავღანელი, რომლებიც საფრანგეთში გადაიყვანეს,  თალიბანთან კავშირების ბრალდებით დააკავეს

ლე მონდი: საფრანგეთის ვარის რეგიონში ხანძარი კონტროლის ქვეშ მოექცა

ლე პარიზიენი: საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის, ოლივიე ვერანის განცხადების თანახმად, სექტემბრიდან კოვიდ-19 ვაქცინის მესამე დოზა შეიძლება დაუნიშნონ 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს

რუსული საინფრომაციო სააგენტო რია ნოვოსტი: საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) რუსეთს  17.5 მილიარდი დოლარი გამოუყო სპეციალურად გატანის უფლებებით (SDR).

როსიისკაია გაზეტა: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ”რუსეთს შეუძლია  ევროპაში გაზის ტრანზიტის  მიზნებს მიაღწიოს უკრაინის ტერიტორიაზე გაუვლელადაც”.

ახალი ამბების საიტი ლენტა.რუ: 2021 წლის იანვარ-ივლისში თურქეთს 1,5 მილიონზე მეტი რუსი ტურისტი ეწვია

 ესპანური ელ პაისი: სასწავლო წელი ესპანეთში სექტემბერში დაიწყება

ელ მუნდო: აშშ-მა სრულად დაადასტურა Pfizer-სა და BioNTech-ის ვაქცინების გამოყენება

ტელესური, ვენესუელა: არგენტინამ ამ ორშაბათს,  საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან 4,355 მილიარდი დოლარი მიიღო



მსგავსი ინფორმაციები