უცხოური პრესა 12.08.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1689867
უცხოური პრესა 12.08.2021

ფრანგული ფრანსე 24: საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამტკიცებს, რომ ჯანმრთელობის კრიზისს "დემოკრატიული" გზით მართავენ

ლე მონდი: ალჟირის ჩრდილოეთში გაჩენილ ხანძრებს 69 ადამიანი ემსხვერპლა

ბელგიური ლე სუარი:  ასტეროიდი “ბენუ“ წარმოადგენს თუ არა საფრთხეს დედამიწისათვის? ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის ორგანიზაცია ნასამ განიხილა მისი გამოთვლები: "ბენუ შედის ორ ყველაზე საშიშ ასტეროიდში, რომელიც ცნობილია ჩვენს მზის სისტემაში"

იორდანიული ალ-დუსტური: ისრაელმა,  მიმდინარე წელს აღმოსავლეთ იერუსალიმში  81-ზე მეტი შენობა დაანგრია

ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: ისრაელმა და მაროკომ რაბათში ხელი მოაწერეს თანამშრომლობისა და კონსულტაციის ხელშეკრულებებს

კატარული ალ-რაია: კატარის ემირმა შეიხ ტამიმ ბინ ჰამედ ალ სანიმ ახალი ელჩების დანიშვნის შესახებ დადგენილება გამოაქვეყნა

გერმანული ბილდ.დე: ბერლინში ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომელი,  რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

დოიჩე ველე: მსოფლიოს უდიდესი პორტი ნინგბო, რომელიც ჩინეთის საპორტო ქალაქ შანხაიში მდებარეობს, კორონავირუსით დაინფიცირებული ერთი თანამშრომლის გამო დაიხურა

ესპანური ლა ვანგარდია: ესპანეთმა, პირველი თვითწარმოებული კოვიდ-19 ვაქცინის გამოცდის ნებართვა გასცა

არგენტინული ინფობაე; ავღანეთი: მას შემდეგ, რაც თალიბანმა აიღო კონტროლი 9 დიდ ქალაქზე, ყურადღება დედაქალაქ ქაბულზე გადაიტანა და სამი თვის შემდეგ, მისი აღებით შეიძლება ხელისუფლებაში იგი მოვიდეს

ტელესური (ვენესუელა): ჰაიტის საყოველთაო არჩევნები, 7 ნოემბრისთვის გადაიდო

რუსული საინფრომაციო სააგენტო ტასსი: Mi-8 ტიპის ვერტმფრენმა, 13 ტურისტით და ეკიპაჟის სამი წევრით, კამჩატკაზე სასწრაფო დაშვება განახორციელა

კომერსანტი: ჩეხეთი, რუსული თავდაცვის პროდუქტების უმსხვილესი იმპორტიორი გახდა

ახალი ამბების საიტი ლენტა.რუ: რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების მინისტრი ევგენი ზინიჩევი, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დავალებით იაკუტიაში, ტყის ხანძრის ჩაქრობის ზონაში ჩავიდა



მსგავსი ინფორმაციები