უცხოური პრესა 27.07.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1680764
უცხოური პრესა 27.07.2021

ფრანგული გაზეთი ფიგარო: პარიზი და ლონდონი აძლიერებენ ანტიტერორისტულ თანამშრომლობას ლა-მანშის სრუტეში

ლე მონდი: კოვიდ-19 საფრანგეთში: პოლონეზიაში სტუმრად მყოფმა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, დაგმო იმათი "უპასუხისმგებლობა" და "ეგოიზმი", რომლებიც უარს ამბობენ ვაქცინაციაზე

ბელგიური ლე სოარი: დროებითი უმუშევრობის შეღავათები და დისკუსიები კომპენსაციის შესახებ ... რა სახის დახმარება შეუძლიათ მიიღონ წყალდიდობის მსხვერპლებმა?

გერმანული თურქეთში ეპიდემიის შემდეგ განხორციელებულმა ძვირადღირებულმა პროექტებმა, გაზარდა უცხოელთა მოთხოვნილება საცხოვრებელ სახლებზე და წელს, სავარაუდოდ, 50 ათასი სახლის გაყიდვით რეკორდი დამყარდება

შპიგელ.დე: გერმანიაში, რომელიც შემოდგომაზე ეპიდემის მეოთხე ტალღას ელოდება, აუცრელთა თავისუფლების შეზღუდვის იდეამ, დაპირისპირება და კამათები გამოიწვია

ტაგესშაუ.დე: ევროპაში კორონავირუსის პროტესტი ახლიდან აზვირთდა

ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: გაერომ განაცხადა, რომ იგი ახლო კონტაქტში იმყოფება ტუნისის პრეზიდენტ კაის საიდთან, რომელმაც გუშინდელი ბრძანებით გაყინა პარლამენტის ყველა უფლებამოსილება, შეაჩერა დეპუტატების იმუნიტეტი, გაათავისუფლა მოქმედი პრემიერ მინისტრი ჰისამ ალ მაშიში და ხელში აიღო აღმასრულებელი ხელისუფლება. ევროკავშირმა კი საიდს კონსტიტუციისადმი "პატივისცემა" მოსთხოვა

კატარული ალ-ჯეზირა: კატარი მოძმე ტუნისში სტაბილურობის შენარჩუნებას ელის

იორდანიული ელ-დუსტური: ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ტუნისში განვითარებულ მოვლენებს

ომანური ვათანი: აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ერაყის პრემიერ მინისტრმა მუსტაფა ალ-კაზირამ დაადასტურეს, რომ აშშ-ის ძალების საბრძოლო მისია ერაყში, ამ წლის ბოლოს დასრულდება

რუსული ახალი ამბების საიტი ლენტა.რუ:  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა მარია ზახაროვამ, აშშ-ს მოუწოდა, წაშალოს ყველა უარყოფითი კვალი ერაყში, ლიბიასა და სირიაში

საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი: რუსეთის პრემიერ მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა განაცხადა, რომ გეგმავს თავისუფალი საბაჟო ზონის რეჟიმის შექმნას კურილიის კუნძულებზე

გაზეთი "იზვესტია": იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე რუსმა სპორტსმენმა ევგენი რილოვმა მოიგო ოქროს მედალი 100 მეტრზე ზურგით ცურვაში და დაამყარა ევროპის რეკორდი

ესპანური ელ პაისი: ესპანეთში, ორ კვირაში სამჯერ გაიზარდა კორონავირუსის მეხუთე ტალღის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

ელ მუნდო: ესპანეთში, კორონავირუსის შემთხვევების 68 პროცენტი, დელტას ვარიანტზე მოდის

ელ კომერსიო, პერუ: კოლუმბიის პრეზიდენტი ივან დუკე აშშ-ს მოუწოდებს, ვენესუელა, ტერორიზმის ხელშემწყობ ქვეყნად გამოაცხადოს



მსგავსი ინფორმაციები