უცხოური პრესა 26.07.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1680123
უცხოური პრესა 26.07.2021

კატარული ალ ჯაზირა: ტუნისის პრეზიდენტმა კაის საიდიმ განააცხადა, რომ ხელში იღებს ქვეყნის ძალაუფლებას და მის ფარგლებში ათავისუფლებს მთავრობას და ყინავს საპარლამენტო უფლებამოსილებებს

ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: ეტაპობრივი შეთანხმება სირიის ქალაქ დერეაში: ემბარგოს მოხსნის სანაცვლოდ შეთაკებები შეწყდება და შეიქმნება სამხედრო და უსაფრთხოების განყოფილებები

ალ-დუსტური (იორდანიის გაზეთი): საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ისრაელისგან ოფიციალური ახსნა-განმარტება მოითხოვა "პეგასუსის"სახელწოდების ჯაშუშური პროგრამის თაობაზე

გერმანული დოიჩე ველე: გერმანიის პრემიერის კანცელარიის ხელმძღვანელმა ჰელგე ბრაუნმა გააფრთხილა მოსახლეობა, რომ შესაძლოა კოვიდ-19  შემთხვევების რიცხვი საკმარისად გაიზარდოს, ამიტომაც ყველას ვაქცინაციისკენ მოუწოდა

შპიგელ.დე: ბუნებრივი კატასტროფების ქვეყანა გერმანია ქვიმებს, წყალდიდობებს და ტყის ხანძრებს ებრძვის; ის, რაც ოდესღაც ამ ქვეყანაში უკიდურესად ითვლებოდა, დღეს ნორმალურად ითვლება

ესპანური ელ პაისი: ესპანეთის მთავრობა უახლოეს დღეებში გეგმავს სამეფო ბრძანების დამტკიცებას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო სამსახურში დასაქმდება 30455 კაცი და ეს იქნება ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი დასაქმება საჯარო სამსახურში

ელ კომერსიო (პერუ): ესპანეთის მეფე ფელიპე VI ხვალ  პერუში გაემგზავრება, რათა დაესწროს ახლად არჩეული პრეზიდენტის, პედრო კასტილოს ფიცის დადების ცერემონიალს

ინფობაე (არგენტინა): ესპანეთი გამოიყენებს სავალდებულო კარანტინს არგენტინიდან, კოლუმბიიდან და ბოლივიიდან ჩამოსული მგზავრებისთვის

ფრანგული ფიგარო: კოვიდ-19: ფრანგების დაახლოებით 60 პროცენტს აქვს გაკეთებული ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა

ლე მონდი: კოვიდ-19: ვაქცინაციის ბარათის წინააღმდეგ, საფრანგეთის მასშტაბით გაილაშქრა ასი ათასობით დემონსტრანტმა

ფრანსე 24: ტუნისის პრეზიდენტმა კაის საიდმა, მძლავრი ანტისამთავრობო დემონსტრაციების კვალდაკვალ გაათავისუფლა პრემიერ მინისტრი ჰიშამ ალ-მაშიში და ამასთან დაითხოვა პარლამენტი

რუსული საინფორმაციო სააგენტო ტასი: იაპონია, რუსეთის პრემიერ-მინისტრის მიხაილ მიშუსტინის ვიზიტს იაპონიის ჩრდილოეთით მდებარე კუნძულ იტურუპზე, გააპროტესტებს

ახალი ამბების საიტი ლენტა.რუ: რუსეთის ფრენბურთელ მამაკაცთა ნაკრებმა, ტოკიო 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე  3-1 დაამარცხა აშშ-ი

როსიისკაია გაზეტა: რუსეთი იაფი ბენზინის მხრივ ევროპაში მეორეა



მსგავსი ინფორმაციები