უცხოური პრესა 16.07.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1676175
უცხოური პრესა 16.07.2021

ბელგიური გაზეთი ლე სუარი: ბელგიაში, წყალდიდობის შედეგად დაღუპული კიდევ ორი კაცის ​​ცხედარს მიაგნეს და ამით დაღუპულთა საერთო რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

ლე ფიარო: კორონავირუსის გამო დახურული ეიფელის კოშკი დღეს გაიხსნება, ოღონდ ვიზიტორთა რაოდენობის განახევრებით

ფრანსე 24: ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ასტრონავტი, 18 წლის ოლივერ დამენი, 20 ივლისს კოსმოსში გაემგზავრება ამერიკელ მილიარდერ ჯეფ ბეზოსთან ერთად

ალ-დუსტური (იორდანიის გაზეთი): ებრაელი მორწმუნენი, იმის გამო, რომ ალ-აქსას მეჩეთი დაცულია ისრაელის უსაფრთხოების ძალების მიერ, ამიტომ, ამ მეჩეთის ყველა ეზოს, მათთვის ხელმისაწვდომად თვლიან

კატარული ალ-რაია: საად ალ-ჰარირიმ, რომელსაც დაევალა ლიბანში ახალი მთავრობის შექმნა, განაცხადა, რომ იგი ტოვებს ამ პოსტს

ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში, მომიტინგეებმა გადაკეტეს რამდენიმე გზა მას შემდეგ, რაც საად ალ-ჰარირიმ, რომელსაც დაევალა ახალი მთავრობის შექმნა, განაცხადა, რომ იგი ტოვებს ამ პოსტს

ესპანური ელ პაისი: ესპანეთის სახალხო პარტია (Partido Popular) და მოქალაქეთა პარტია (Ciudadanos) მთავრობას სთავაზობენ მოლაპარაკებებს იმ რეფორმებზე, რომელსაც ხელისუფლება გეგმავს ზოგიერთი კანონის შეცვლით

ელ მუნდო: ესპანეთის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემების თანახმად, 2020 წელს ესპანეთის ათი მოქალაქედან ერთი, საარსებო წყაროს ნაკლებობას განიცდიდა, ხოლო სიღარიბის მაჩვენებელმა 2008 წლის შემდეგ, ყველაზე უმაღლეს დონეს მიაღწია

ტელესური (ვენესუელა): გვატემალას საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა, პრეზიდენტ ალეხანდრო გიამატტეის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციების შეზღუდვის შესახებ  მიღებული გადაწყვეტილება, გაასაჩივროს

გერმანული პორტალი ბილდ.დე: წყალდიდობის ფაქტები გერმანიაში იზრდება. გერმანიის შეიარაღებული ძალები (ბუნდესვერი), კატასტროფის ადგილებში სამძებრო და სამაშველო ოპერაციებისათვის კიდევ 850 ჯარისკაცს აგზავნის

ფრანკფურტერ რუნდშაუ: კლიმატური ცვლილებები ამძაფრებს ექსტრემალური ამინდის მოვლენებს და ეს, ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის სახით, კარგად ჩანს დასავლეთ გერმანიასა და მეზობელ ქვეყნებში

დოიჩე ველე: გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტი აშშ-ში თბილი შეტყობინებებით დაიწყო. მერკელმა, რომელმაც ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი მიიღო, ისაუბრა აშშ-ევროპის ურთიერთობების სიღრმეზე, ხოლო აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა: ”გერმანია-აშშ-ის ურთიერთობები ფოლადივითაა.”

რუსული საინფორმაციო სააგენტო ტასი: ტასსი: გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თქვა, რომ "ჩრდილოეთის ნაკადი-2" მილსადენი, არ შეცვლის რუსული გაზის უკრაინის გავლით გადაცემას

გაზეთი იზვესტია: ავღანეთმა, უზბეკეთმა, აშშ-მა და პაკისტანმა გადაწყვიტეს, ავღანეთში სამშვიდობო პროცესის მხარდასაჭერად, ახალი, ოთხთა პლატფორმა შექმნან

ახალი ამბების საიტი ლენტა.რუ: უკრაინის წარმომადგენელმა სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფში (შედგება უკრაინის, რუსეთისა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია ეუთოსგან) ალექსეი არესტოვიჩმა თქვა, რომ ანგელა მერკელმა უღალატა უკრაინის ინტერესებს და მას რუსეთი არჩია



მსგავსი ინფორმაციები