უცხოური პრესა 30.06.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1667236
უცხოური პრესა 30.06.2021

იორდანიული გაზეთი ალ-დუსტური: 2020 წელს ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნები, 32 პროცენტით შემცირდა

ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: პაკისტანის მისიამ გაეროში უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პაკისტანის ოფიციალური წარმომადგენელი გასული წლის ნოემბერში, ფარული ვიზიტით  იმყოფებოდა ისრაელში

კატარული  ალ-რაია: ისრაელი განაგრძობს  ნგრევის ოპერაციებს იერუსალიმში

გერმანული დოიჩე ველე: თურქეთის ტურიზმში აშკარად იგრძნობა  გამოცოცხლება. ივლისში გერმანელი და ბრიტანელი ტურისტების დიდ ნაკადებს ელიან

ზეიტ.დე: გერმანიაში მიმდინარე წელს,  2019 წელთან შედარებით იმიგრანტთა რაოდენობა 24 პროცენტით შემცირდა

ველტ.დე: ირლანდია, დელტა ვირუსის მუტაციის გამო, 5 ივლისისთვის გამოცხადებულ "ნორმალიზაციის პროცესს," გადადებს

ფრანგული ლე მონდი: საფრანგეთის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც აძლიერებს ტერორიზმისა და დაზვერვის წინააღმდეგ ბრძოლას

ლე ფიგარო: 2023 წლიდან საფრანგეთი კვლავ დაიწყებს პარაცეტამოლის წარმოებას

ლე პარიზიენი: საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გამოაქვეყნაჯანდაცვის კვლევებისა და ინოვაციების რამდენიმე მილიარდიანი ევროს ღირებულების გეგმა

ესპანური ლა ვანგარდია: ესპანეთის პრემიერ მინისტრი პედრო სანჩესი და კატალონიის ლიდერი პერე არაგონესი სექტემბერში დიალოგზე შეთანხმდნენ

ინფობაე (არგენტინა): მოდერნის ლაბორატორიის დამფუძნებელი: "კორონავირუსი  ვუჰანის ლაბორატორიიდან გამოვიდა."

პრენსა ლატინა (კუბა): კუბა ელოდება საემიგრაციო მოლაპარაკებების განახლებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან

რუსული ახალი ამბების საიტი ლენტა.რუ: რუსულმა რეაქტიულმა თვითმფრინავებმა ჰოლანდიის დროშის ქვეშ მცურავ “ევერტსენის“ გემს, რომელიც ძალიან დაუახლოვდა ქერჩის სრუტეს, აიძულეს დაშორებოდა აქაურობას

ინტერფაქსი:  ყაზახეთის ბაიკონურის კოსმოსური სადგურიდან, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე "Progress MS-17" სატვირთო გემთან ერთად "სოიუზის" რაკეტაც გატყორცნეს



მსგავსი ინფორმაციები