უცხოური პრესა 24.06.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1663806
უცხოური პრესა 24.06.2021

მექსიკური გაზეთი ლა ჯორნადა: გაეროს წევრმა 183 ქვეყანამ მხარი დაუჭირა აშშ-ის მხრიდან კუბის მიმართ დაწესებული მრავალწლიანი ემბარგოს მოხსნას

ელ პაისი (ესპანეთი): McAfee Antivirus პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელმა ჯონ მაკაფიმ,  ბარსელონაში, თავის საკანში თავი მოიკლა

ლა ტერკერა (ჩილე): მეცნიერებმა ინდოეთში აღმოჩენილი “დელტა“ ვარიანტზე ბევრად უფრო საშიში და გადამდები ვარიანტი აღმოაჩინეს

გერმანული პორტალი ჰანდელსბლატ.კომ: ევროკავშირის ლიდერების სამიტი: თურქეთთან  დაახლოებას, დიდი შესაძლებლობების  შექმნა შეუძლია გერმანიის ეკონომიკისთვის

ტ-ონლაინე.დე: ბოლო ცხრა წლის განმავლობაში პირველად შემცირდა გერმანიის მოსახლეობა. შემცირებაში ეფექტური როლი შეასრულეს  სიკვდილიანობის ზრდამ და მიგრაციის შემცირებამ

ტაგესშაუ.დე:  დადგინდა, რომ სტამბოლში, საუდის არაბეთის გენერალურ საკონსულოში მოკლული დისიდენტი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელთაგან ოთხმა,  მანამდე სამხედრო სწავლება გაიარეს აშშ-ში

კატარული ალ-ჯაზირა: კატარი დაესწრება აზიაში ნდობის აღდგენის კომიტეტის შეხვედრას

ომანური ვათანი: ლიბიის შესახებ ბერლინის მეორე კონფერენცია დასრულდა. მიღწეულ იქნა კონსენსუსი ქვეყანაში დაქირავებულ ჯარისკაცთა გაძევების თაობაზე და ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქვეყანაში არჩევნები დროულად უნდა ჩატარდეს

ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერესი: ”სირიისათვის უხოეთიდან დახმარების გაუწევლობა, ”დამანგრეველი” იქნება

ფრანგული ლე პარიზიენი: კოვიდ-19–ის გამო საფრანგეთში გაცემული სახელმწიფო დახმარება შეწყდა, რასაც თვითდასაქმებულთა დიდი აღშფოთება მოჰყვა

ლე მონდი: საფრანგეთის სენატმა, სამხედრო ბიუჯეტის გადახედვის საკითხში, უარი თქვა მთავრობის მიმართ ნდობის განახლებაზე

ლე ფიგარო: საფრანგეთის პრემიერ მინისტრი ჟან კასტექსი და ჯანდაცვის მინისტრი ოლივიე ვერანი სტუმრობენ ლანდეს რეგიონს, სადაც კოვიდ-19–ის გამო, ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა

რუსული იზვესტია: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინგლისი დაგმო იმ სამხედრო კრეისერთან დაკავშირებით, რომლმაც დაარღვია შავი ზღვის საზღვარი და მის მიმართ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელდა

ახალი ამბების საიტი ლენტა.რუ: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ პირველად აღიარა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ბავშვებზეც შეიძლება განხორციელდეს

საინფორმაციო სააგენტო ტასსი: მოსკოვში, სადაც კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევები დაფიქსირდა, კურიერები სავალდებულო ვაქცინაციის პროგრამაში შეიყვანეს



მსგავსი ინფორმაციები