უცხოური პრესა 10.06.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1655245
უცხოური პრესა 10.06.2021

გერმანული დოიჩე ველე: თურქეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების,  რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ჯო ბაიდენის 14 ივნისის ბრიუსელის პირისპირ შეხვედრამდე, ანკარაში, "ისტორიული დიპლომატიური მოლაპარაკებების" პროცესი მიმდინარეობს ანკარა-ვაშინგტონ-ბრიუსელს შორის

ინტერნეტ გვერდი ტაგესშაუ. დე: გერმანიის ჰესსენის პროვინციაში,  რასისტული შინაარსის შემცველი მესიჯების სხვადასხვა ჯგუფებში გაზიარების ეჭვის გამო, 20 პოლიციელის სახლები და სამუშაო ადგილები გაჩხრიკეს

საინფორმაციო პორტალი ჰანდელსბლატტ.კომ: მსოფლიოს უდიდესმა საავტომობილო მიმწოდებელმა ბოშმა, 1 მილიარდი ევროს ინვესტიციით, გერმანიაში ჩიპების მწარმოებელი ქარხანა ააშენა

ფრანგული ტელეარხი ფრანსე 24:  ინდივიდუალური ქმედება თუ ღრმა რისხვის გამოხატვა? საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისთვის სილის გაწვნის ინციდენტმა, საფრანგეთში განხეთქილება გამოიწვია

გაზეთი ლე მონდი: აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ”მე სურს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ჩინეთმა იცოდნენ: აშშ-ი და ევროპა ერთიანი არიან.”

ლე მატინი: შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, მალარიის შემთხვევების საგანგაშო ზრდა დაფიქსირდა  

ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: ოკუპირებული პალესტინის ტერიტორიებზე ებრაელი ახალმოშენეების პროვოკაციები მწვავდება და ვაშინგტონი მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს

კატარული ალ რაია: სირიის ჰასექის რეგიონში საპატრულო მანქანის ნაღმზე აფეთქების შედეგად 1  რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, სამი დაშავდა

იორდანიული ელ-დუსტური:  გაეროს ჰუმანიტარული დახმარების კოორდინატორი პალესტინაში ლინ ჰასტინგსი საერთაშორისო საზოგადოებებს და ინსტიტუტებს მოუწოდებთ,  ღაზის მოსახლეობისათვის უფრო მეტი ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნონ

ესპანური ელ მუნდო: ესპანეთში მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენი, რომელიც მრავალ ადამიანს, კორონავირუსის ასიმპტომურად (სიმპტომების გამოვლენის გარეშე) გავლის საშუალებას აძლევს

ელ პაისი: ევროპარლამენტმა, ესპანეთის სასაზღვრო ქალაქ სეუტაში აფრიკელ მიგრანტთა მოზღვავებაში, მაროკო დაადანაშაულა

ელ ნასიონალი (ვენესუელა): პერუს საპრეზიდენტო არჩევნებში წაგებული კეიკო ფუჟიმორი, 200 000-მდე ხმის გაუქმებას ითხოვს

რუსული პორტალი გაზეტა.რუ: რუსეთსა და თურქეთს შორის ფრენები შეიძლება  ივლისში დაიწყოს

საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი: მოსკოვის საქალაქო სასამართლომ, რუსი დისიდენტის ალექსეი ნავალნის მიერ კონტროლირებული ფონდები ექსტრემისტულად გამოაცხადა და მათი ლიკვიდირება მოახდინა

გაზეთი კომსომოლსკაია პრავდა: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი: ”მე ბევრი  სალაპარაკო მაქვს უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან, რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობებში ბევრი პრობლემაა დაგროვილი.”



მსგავსი ინფორმაციები