უცხოური პრესა 13.05.2021

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

1638891
უცხოური პრესა 13.05.2021

„ალ-რაი ალ-კატარია“ (კატარი): პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი: „იერუსალიმი არის წითელი ხაზი, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის იერუსალიმი უნდა განთავისუფლდეს ოკუპაციისგან“.

„ვათანი“ (ომანი): ისრაელის თავდასხმების შედეგად იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე სამი ადამიანი დაიღუპა, ღაზაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად კი გარდაცვლილთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა.

„ლე მატინი“ (შვეიცარია): ნეპალის ექსპედიციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ევერესტზე ორი უცხოელი ალპინისტი, ამერიკელი და შვეიცარიელი მოკლეს.

„ლე მონდე“: კოვიდ-19: 29 მაისს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, Accor Arena-ზე სატესტო კონცერტი გაიმართება.

„ფრანსე 24“: საფრანგეთის თასის ნახევარფინალი: პსჟ ბინალში გავიდა.

„ელ პაისი“ (ესპანეთი): ვაქცინაციის დაწყების შემდეგ ესპანეთში კოვიდ-19-ით ყოველკვირეული სიკვდილიანობა 90 პროცენტით შემცირდა.

„ლა ნაციონი“ (არგენტინა): არგენტინის მთავრობა ისრაელის „არაპროპორციული ძალის გამოყენებას“ აკრიტიკებს.

„ტელესური“ (ვენესუელა): კოლუმბიაში მიმდინარე 15-დღიანი საპროტესტო გამოსვლები მთელ ქვეყანაში ვრცელდება.

„ცაიტ ონლინი“: ავსტრიის კანცლერ სებასტიან კურცის მიმართ გამოძიება.

„ტაგესშაუ.დე“:  მოგზაურობის ახალი შეთანხმება: ზაფხულის თვეებში, ევროპაში არდადეგები უფრო ადვილი იქნება.

„რია ნოვოსტი“: თათრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტობის პრესმდივანმა ლილია გალიმოვამ განაცხადა, რომ 11 მაისს სკოლის თავდასხმის შედეგად დაშავებული ბავშვების ჯანმრთელობა სტაბილურია, 5 ბავშვი სამკურნალოდ მოსკოვში  გაგზავნეს.  

„გაზეტა.რუ“: Bloomberg-ი: ევროკავშირის წევრებს შორის ვრცელდება დოკუმენტი, რომ რუსეთი ცდილობს უკრაინის ნაწილის „ინტეგრაციას“, უკანონო არჩევნებისა და რეგიონის მოსახლეობისთვის რუსული პასპორტების გაცემის გზით.

„იზვესტია“: რუსეთში იარაღის ფლობის კონტროლის გამკაცრების შესახებ კანონპროექტი განიხილება. კანონის დამტკიცების შემთხვევაში, იარაღის, ციფრული თვალთვალის განხორციელება იქნება შესაძლებელი.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #უცხოური პრესა

მსგავსი ინფორმაციები