უცხოური პრესა 07.05.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1635809
უცხოური პრესა 07.05.2021

გერმანული დოიჩე ველე: თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში თავის გერმანელ კოლეგა ჰეიკო მაასს შეხვდა

საინფორმაციო პორტალი ტაგესშაუ.დე: ბუნდესტაგმა დაამტკიცა რეგლამენტი, რომლითაც შეზღუდვებისგან განთავისუფლდებიან ვაქცინირებულები და კოვიდ გადატანილები

სუდეტშ ცაიტუნგი: გერმანიის მთავრობამ უარყო აშშ-ის წინადადება ვაქცინის პატენტის უფლებების გაუქმების შესახებ

ფრანგული ლე მონდი: კოვიდ-19: საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ 12 მაისიდან, როდესაც დოზები ხელმისაწვდომი იქნება, ვაქცინაცია ყველა ასაკისათვის შეზღუდვის გარეშე ჩატარდება

ლე ფიგარო: ქალაქ ლიონის მახლობლად ხანძრის გაჩენის შედეგად, 11 ადამიანი მსუბუქად დაშავდა

ფრანსე 24: საფრანგეთი და ევროპის რამდენიმე ქვეყანა ისრაელს სთხოვს, შეაჩეროს ახალი დასახლებები პალესტინის ოკუპირებულ  ტერიტორიებზე

ესპანური ელ მუნდო: ესპანეთში, ავტონომიურ მთავრობებს სურთ, რომ AstraZeneca–ს ვაქცინები ჩაუტარდეს 60 წლამდე ასაკის მოქალაქეებსაც

ელ პაისი: ესპანეთი უკანასკნელ ჯარს ავღანეთიდან 13 მაისამდე გაიყვანს

ელ ნასიონალი (ვენესუელა): კოვიდ-19–ის ახალი მუტაცია გამოჩნდა რიო–დე–ჟანეიროში. ექსპერტების აზრით, სამხრეთ ამერიკა შეიძლება დაავადების ყველაზე რეზისტენტული მუტაციების აკვნად გადაიქცეს

კატარული ელ-რაია: კატარი აფართოებს ეკონომიკურ ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან

იორდანიული ელ-დუსტური: რუსეთმა ახალი, ერთჯერადი ვაქცინა აწარმოა

ომანური ვათანი: ვენის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი, ირანი: ბირთვული შეთანხმების საბოლოო ხელმოწერის გრაფიკი არ არსებობს

ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: ებრაელმა დასახლებულებმა იერუსალიმის შეიხ ჯარაჰის რაიონში სცემეს პალესტინელებს და გადაუყირავეს იფთრის (სამარხვო) მაგიდები

რუსული საინფორმაციო სააგენტო ტასსი: აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მისი ვიზიტი კიევში ნაყოფიერი იყო და აშშ-ი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის რეფორმების პროცესს

ახალი ამბების საიტი რბკ: ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ (რომელმაც ცალმხრივად გამოაცხადა დამოუკიდებლობა უკრაინისგან) განაცხადა, რომ რეგიონში გაეროს სამშვიდობო ძალებს არ საჭიროებენ

ახალი ამბების საიტი ლენტა.რუ: რუსეთსა და ჩინეთს შორის ვაჭრობის მოცულობა წლის პირველ 4 თვეში 19,4 პროცენტით გაიზარდა და 40 მილიარდ დოლარს გადააჭარბა



მსგავსი ინფორმაციები