უცხოური პრესა 06.05.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1635047
უცხოური პრესა 06.05.2021

გერმანული პორტალი ზდფ.დე: მინისტრთა საბჭომ მიიღო 2 მილიარდი ევროს პაკეტი, რომელიც მომზადდა იმ მოსწავლე-სტუდენტების დასახმარებლად, რომლებიც კორონას ზომების გამო ჩამორჩნენ სწავლას

სუდეტშ ცაიტუნგი: სოციალურმა მედია Facebook-მა გადაწყვიტა, გააგრძელოს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სოციალური მედიის პლატფორმაში შესვლის აკრძალვა

ველტ.დე: ევროკავშირის მოქალაქეთა მხოლოდ მეოთხედმა გაიკეთა კოვიდ-19 ვაქცინის პირველი დოზა

ფრანგული ლე მონდი: ქალი, რომელიც კრიმინალმა ქმარმა ცოცხლად დაწვა ქალაქ მერინაკის ცენტრში, გარდაიცვალა

ფრანსე 24: საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ნაპოლეონის გარდაცვალების 200 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა: "ნაპოლეონი ჩვენ ნაწილს შეადგენს"

ლე პარიზიენი:  ქალაქ ავინიონში, ანტინარკოტიკული ოპრაციის დროს, ერთი პოლიციელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: ევროკავშირი  ოკუპანტი ისრაელისგან მოითხოვს, შეაჩეროს ებრაული დასახლებული პუნქტების გაფართოება

ომანური ვათანი: ლიბია... ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონის დელეგაცია ეწვია დედაქალაქ ტრიპოლს და სთხოვა ლიბიის პრემიერ მინისტრს აბდულჰამიდ დიბეიბეს, დააჩქაროს ვიზიტი ქალაქ ბენგაზიში

კატარული ალ ჯაზირა: დიპლომატიური წყაროები: ”თეირანსა და აშშ-ს შორის არსებულა დიდმა უთანხმოებამ, შეაჩერა პროგრესი ვენის მოლაპარაკებებში.”

ესპანური ელ პაისი: სამშაბათს, 4 მაისს, მადრიდის ავტონომიური ადმინისტრაციის დროს ჩატარებულ ადგილობრივი საპარლამენტო არჩევნებში, მემარცხენე პარტიები დამარცხდნენ

ელ მუნდო: Podemos-ის პარტიის გადამდგარი ლიდერის, პაბლო იგლესიასის ადგილს, შრომის მინისტრი იოლანდა დიაზი დაიკავებს

ტელესური (ვენესუელა): კოლუმბიაში უსაფრთხოების ძალებსა და დემონსტრანტებს შორის წუხელ, ქალაქ პერეირაში მომხდარ შეტაკებაში, კიდევ ორი ​​დემონსტრანტი დაიღუპა

რუსული ახალი ამბების საიტი ლენტა.რუ: უკრაინამ რუსეთი, გაეროს პლატფორმის ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა

საინფორმაციო სააგენტო ტასსი: ვაქცინების მსოფლიო კონგრესზე,  კოვიდ-19-ის საუკეთესო ვაქცინად, მოდერნა  შეირჩა

გაზეტა.რუ: ამერიკელი ექსპერტები ფიქრობენ, რომ შესაძლო პირისპირი შეხვედრა აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტებს, ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის, შეიძლება ჩატარდეს ჩეხეთის, ისლანდიის, სლოვენიის ან აზერბაიჯანის დედაქალაქში



მსგავსი ინფორმაციები