უცხოური პრესა 03.05.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1632738
უცხოური პრესა 03.05.2021

გერმანული პორტალი შპიგელ.დე: ბრაზილიაში შეიქმნება სპეციალური საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის ქვეყნის პრეზიდენტ ჯოარ ბოლსონაროს თითქმის 400,000 ბრაზილიელის კორონავირუსისგან გარდაცვალების საკითხში პასუხისმგებლობას

დოიე ველე: ევროკავშირმა მოუწოდა წევრ სახელმწიფოებს, შეისწავლონ გამდინარე წყლების სისტემები, რათა ადრე აღმოაჩინონ კოვიდ-19-ის ეპიდემია. ევროკავშირი ამას განიხილავს როგორც ადრეული გაფრთხილების სისტემას

ფრანკბურთერ ალგემეინე ცაიტუნგი: ინდოეთში აღმოჩენილი მოტაციური კოვიდ-19, ნავარაუდევზე უფრო საშიშად მიიჩნევა

კატარული ალ-რაია: ინგლისი 2022 წელს, ეპიდემიების საწინააღმდეგო  სამიტს უმასპინძლებს

ელ-მუსტაკბალი (ლიბანი): მზის ქარიშხალი სწრაფად მოძრაობს დედამიწის მიმართულებით, ამან შესაძლოა გავლენა იქონიოს კოსმოსურ თანამგზავრებზე

ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: თეიირანი პროგნოზირებს, რომ აშშ-ი მოხსნის ნავთობისა და საბანკო ემბარგოს

ელ ტიემპო (კოლუმბია): კოლუმბიის პრეზიდენტმა ივან დუკემ საგადასახადო რეფორმა უკან გაიტანა და ახლა სხვადასხვა სექტორების წარმომადგენლებთან კონსენსუსით, ახალ პროექტზე მუშაობენ

ელ მუნდო (ესპანეთი): 4 მაისის მადრიდის ადგილობრივი საპარლამენტო არჩევნების წინ სახალხო პარტიაში ფიქრობენ, რომ მადრიდის ახლანდელ მერ იზაბელ დიაზ აიუსოს მოუგებენ

მექსიკური ელ უნივერსალი: მექსიკაში კოვიდ-19 ინდური ვარიანტი, ჯერ ჯერობით მხოლოდ ერთ ადამიანში აღმოაჩინეს

ლე ფიგარო: კოვიდ-19-ის გამო საფრანგეთში, სახლიდან დაშორებით 10 კმ-იანი სიარულის ნებართვა, დღეიდან საერთოდ მოიხსნება

ლე მონდი: 1 მაისის მოვლენები: პარიზში, ზოგადი ბიზნესის კონფედერაციის კორტეჟზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ლე პარიზიენი: ფრანგული მატარებლების კომპანიების კავსირი: ”ამ ზაფხულს, მაქსიმუმ 39 ევროდ 5 მილიონი ბილეთი გაიყიდება”

რუსული გაზეთი “რუსეთი დღეს“: გაზეთ National Interest-ის თანახმად, ჯო ბაიდენის  მხრიდან რუსეთის მისამართით წარმოთქმული სიტყვების გამო, რუსეთი და ჩინეთი შეიძლება აქტიურ პარტნიორობაზე წავიდნენ, რაც დამღუპველი იქნება თვით აშშ-სთვის

რუსული საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი: დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა დენის პუშლინმა განაცხადა, რომ იგი მზად არის შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის

ახალი ამბების საიტი ლენტა.რუ: ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა საზღვარზე მობილიზებული ჯარები გაიყვანეს. 29 აპრილს მომხდარ შეტაკებაში 34 ყირგიზი ჯარისკაცი დაიღუპა



მსგავსი ინფორმაციები