უცხოური პრესა 27.04.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1629026
უცხოური პრესა 27.04.2021

გერმანული პორტალი არდ.დე: AstraZeneca–ს მხრიდან კოვიდ-19 ვაქცინების რეალიზაციის ხელშეკრულებების დარღვევის გამო, ევროკავშირმა მის წინააღმდეგ საჩივარი აღძრა

დოიჩე ველე: პარიზში შეხვედრისას, გერმანიისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა და ემანუელ მაკრონმა, კორონას ეპიდემიის საკითხი განიხილეს და ევროპას ამ მეტად რთულ პერიოდში ერთიანობისკენ მოუწოდეს

ზდფ.დე: კორონავირუსის შემთხვევებმა ინდოეთში  რეკორდულ დონეს მიაღწია, ზედიზედ მეხუთე დღეა რაც ყოველდღიური ინფიცირებულთა რაოდენობა 300 ათასს აჭარბებს

ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: გერმანიაში, რასისტი მამაკაცის მხრიდან სამგზავრო მატარებელში მჯდომ სირიელ მოზარდზე თავდასხმამ, დიდი რისხვა და აღშფოთება გამოიწვია

ალ-მუსტაკბალი (ლიბანი): საუდის არაბეთის მეფე სალმან ბინ აბდულაზიზმა, კატარის ემირი, შეიხ ტამიმ ბინ ჰამედი, საუდის არაბეთში მიიწვია

კატარული გაზეთი ალ-რაია: კატარი მხარს უჭერს საუდის არაბეთის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებას

ფრანგული ლე პარიზიენი: კოვიდ-19 საფრანგეთში: ინდური ვარიანტის თავიდან ასაცილებლად,  საფრანგეთის საზღვრებზე კონტროლი გაიზარდა

ლე ფიგარო: საფრანგეთი, ჟანგბადის წარმოების სისტემებს გაუგზავნის ინდოეთს

ლე ტემპსი (შვეიცარია): პენსიაზე გასულმა თადარიგის სამხედროებმა, ახლიდან  გადააღვიძეს საფრანგეთში სამხედრო გადატრიალების მოჩვენება

ესპანური ლა ვანგარდია: კატალონიის რეგიონი ამის შემდეგ კვირაში  400,000-დან 450,000 ათასამდე დოზა ვაქცინას ელოდება

აბჯ: პერუელი მეცნიერები მუშაობენ კიდ-19-ის ახალ ვარიანტზე, რომელიც, როგორც ჩანს, წარმოიშვა პერუში ან ჩილეში და შესაძლოა "უკვე გავრცელდა" სხვა ქვეყნებშიც

პრენსა ლატინა (კუბა): ბრაზილიაში, კოვიდ-19-ის ეპიდემიის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში პრეზიდენტ ჯაირ ბოლსონაროს მთავრობის მხრიდან გამოჩენილი შესაძლო დაუდევრობის დასადგენად, საპარლამენტო საგამოძიებო კომისია დღეს იწყებს მუშაობას

რუსული საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ისინი მაისის ბოლოს დატოვებენ “ღია ცის“ ხელშეკრულებას

ახალი ამბების საიტი ლენტა.რუ: საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართულ სატელეფონო საუბარში, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან პარიზში გამართული შეხვედრის შესახებ ესაუბრა

გაზეთი კომერსანტი: რუსეთის პირდაპირი ინვესტიციის ფონდი (RDIF), 1 მაისიდან,  “Sputnik V“ ვაქცინის  ინდოეთში ექსპორტს გეგმავს



მსგავსი ინფორმაციები