უცხოური პრესა 19.04.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1623853
უცხოური პრესა 19.04.2021

 

კატარული გაზეთი ალ-რაია: თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით 20 მილიონი მოქალაქეა  აცრილი

ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი:  პანდემიის გამო, მსოფლიოში მშობიარობის დიდი ვარდნაა

ალ-მუსტაკბალი (ლიბანი): აშშ-ი: ჩვენ არ გავაუქმებთ  ირანზე სანქციებს მანამ, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ იგი ბირთვულ შეთანხმებას ასრულებს

ესპანური ელ პაისი: კოვიდ-19: ესპანეთში დაფიქსირებული შემთხვევბის  80% –ზე მეტი ბრიტანული ვარიანტია, თუმცა მას საავადმყოფოები საშინელ კოლაფსამდე არ მიჰყავს

ლა ვანგარდია: მადრიდის კრიზისის შედეგად დაზარალებული ათასობით ოჯახი, ესპანეთის უმდიდრეს რეგიონში მოქმედი ჰუმანიტარული ორგანიზაციების დახმარებას საჭიროებს

ელ კომერსიო (ეკვადორი): ეკვადორის ეროვნული საარჩევნო საბჭო: გილერმო ლასო, ოფიციალურად ქვეყნის არჩეული პრეზიდენტია

გერმანული დოიჩე ველე: გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, კორონას პანდემიის შედეგად დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი ცერემონია გაიმართა

ფრანკფურტერ რუნდშაუ: გერმანიაში, მაისის თვეში ვაქცინაციაზე პრიორიტეტი აღარ იქნება და მოზრდილებიც აიცრებიან

სუდეტშ აიტუნგი: გერმანიაში ქრისტიან-სოციალისტთა ერთიანობის პარტიის (CSU) თავჯდომარისა და ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის პარტიის (CDU) თავმჯდომარის სასტიკი კონკურენცია პრემიერ-მინისტრობისთვის, კოალიციაში დაძაბულობას ქმნის

ფრანგული ლე პარიზიენი: აშშ-ში, მოზრდილთა ნახევარზე მეტი, უკვე მინიმუმ ერთი დოზით აიცრა

ლე მონდი: კოვიდ-19: საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონის აზრით, შეზღუდვები მხოლოდ  მაისის დასაწყისში უნდა გაუქმდეს

ფრანსე 24: უკრაინა: ემანუელ მაკრონს სურს მკაფიო წითელი ხაზების გავლება რუსეთთან

რუსული საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, 20 ჩეხი დიპლომატი, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

ახალი ამბების საიტი ლენტა.რუ: რუსეთის პარლამენტის სათათბიროს თავმჯდომარემ სერგეი ვოლოდინმა განაცხადა, რომ აშშ-მა შეიძლება ახალი სანქციები დააწესოს რუსეთის წინააღმდეგ, მრეწველობისა და ენერგეტიკის სფეროებში



მსგავსი ინფორმაციები