უცხოური პრესა 13.04.2021

დღ

1620099
უცხოური პრესა 13.04.2021

 

კატარული ალ-ჯაზირა: თურქეთმა და ლიბიის პრემიერ მინისტრმა აბდულჰამიდ დიბეიბესმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების  რამდენიმე მემორანდუმს

ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია: სირიის რეჟიმის კუთვნილმა ვერტმფრენმა, 2018 წელს ქალაქ  სარაქიბში ქლორის გაზიანი ბომბი ჩამოაგდო

იორდანიული ალ-დუსტური: კატარის წითელი ნახევარმთვარე იწყებს საერთაშორისო კამპანიას კოვიდ-19 ვაქცინების უზრუნველსაყოფად მსოფლიოს 20 ქვეყანაში თავშეფარებულ ლტოლვილთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთათვის

ფრანგული ფიგარო: კოვიდ-19: მუსლიმანურ ქვეყნებში მეორე რამაზანიც  ეპიდემიის ჩრდილქვეშ დაიწყო, ხოლო ევროპაში კი მილიონამდე ადამიანი დაიღუპა

ფრანსე 24: საფრანგეთში 55 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების ვაქცინაცია ორშაბათიდან დაიწყება

გერმანული დოიჩე ველე: გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, მუსლიმების რამაზანობასთან დაკავშირებით სოციალური ქსელში მესიჯი გამოაქვეყნა

ნტვ: ევროკომისიის პრეზიდენტმა ფონ დერ ლეიენმა თქვა, რომ ის აღარასდროს დაუშვებს პროტოკოლის კრიზისს

ფრანკბურთერ რუნდშო: გერმანიაში მმართველი ქრისტიანული კოალიციის პარტიები (CDU და CSU) ცდილობენ დაადგინონ, თუ  ვინ იქნება პრემიერ მინისტრობის საერთო კანდიდატი 26 სექტემბრის არჩევნებში

ესპანური ელ პაისი: ესპანეთი,  კოვიდ-19 ეპიდემიის მეოთხე ტალღას განიცდის. დიდი ბრიტანეთის მუტაცია ამჟამად ყველაზე გავრცელებული ეპიდემიაა ქვეყანაში და შეიძლება შეზღუდვები უფრო გამკაცრდეს

ელ-მუნდო: ასტრაზენეკას ვაქცინა ესპანეთში მხოლოდ მოხალისეებს უკეთდებათ

ელ ნაციონალი (ვენესუელა): კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ლათინო-ამერიკელებს შორის მექსიკაში ემიგრაცია, ყველაზე მეტად ვენესუელელებს სურთ

ახალი ამბების სააგენტო რია ნოვოსტი: კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ თურქეთთან საჰაერო მიმოსვლის შეჩერებას, არავითარი კავშირი არ აქვს უკრაინის პრეზიდენტის სტამბოლში ვიზიტთან

საინფორმაციო პორტალი ლენტა.რუ: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ მისი ქვეყანა მუშაობს დასავლეთის მიერ კონტროლირებად საერთაშორისო გადახდის სისტემებზე უარის თქმაზე

საინფორმაციო სააგენტო ტასსი: უკრაინის ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ მის ტერიტორიაზე აუცილებლად უნდა განთავსდეს ამერიკული “პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემები



მსგავსი ინფორმაციები