უცხოური პრესა 15.01.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1564264
უცხოური პრესა 15.01.2021

გერმანული პორტალი შპიგელ.დე: აშშ-ის ახალი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი,  1,9 ტრილიონი დოლარის ოდენობის კორონავირუსის დახმარების პაკეტს ამზადებს

დოიჩე ველე: საავტომობილო მრეწველობაში შენელება; ნახევარგამტარების ნაკლები წარმოება, შემცირებას იწვევს ავტომობილების წარმოებაში

არდ.დე: გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს არ სურს დროის დაკარგვა. უფრო გადამდები კორონავირუსის მუტაციის გამო, მას სურს დროის დაკარგვის გარეშე შეხვდეს პროვინციების პრემიერ მინისტრებს და განიხილოს უფრო მკაცრი ზომები

იორდანიული ელ-დუსტური: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: პანდემიის მეორე წელი შეიძლება უფრო მკაცრი აღმოჩნდეს

ინგლისში გამომავალი არაბული გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: ოკუპანტი ისრაელი შურს იძიებს იმ დასახლებებზე, რომელთა მოსახლეობაც ცდილობს დაიცვან თავიანთი მიწები ებრაელი ახალშენების თავდასხმებისგან

კუვეიტური ელ-ათანი: კუვეიტური ნავთობის ფასი იზრდება

ესპანური ელ-პაისი: ესპანეთში კოვიდ-19-ის მესამე ტალღა შობის აქეთ იზრდება: ინფიცირებულთა რიცხვი გასამმაგდა, საავადმყოფოებში გაორმაგდა

პრენსა ლატინა (კუბა): არგენტინის პრეზიდენტმა აბორტი ლეგალური გახადა

ინფობაე (არგენტინა): ვენესუელას ჯარის მოსამზადებლად, ირანმა ოფიცრები მიავლინა ამ ქვეყანას

ფრნაგული ტელეარხი ფრანსე 24: კოვიდ-19: კომენდანტის საათი, რომელიც ზოგიერთ რეგიონში 18 საათის შემდეგ მოქმედებდა, გაფართოვდა და ხვალიდან მთელი საფრანგეთის ტერიტორიაზე გავრცელდება

ლე მონდე: ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო, ფრანგ კოლეგა ემანუელ მაკრონს ადანაშაულებს სოიასთან დაკავშირებით "სულელურ განცხადებებში"

ბელგიური ლე სუარი: აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო FBI, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დროს შესაძლო ძალადობების მიმართ შეშფოთებას გამოთქვამს

რუსული საინფორმაციო პორტალი ლენტა.რუ: Twitter- მა დაბლოკა რუსეთის მიერ წარმოებული კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინის “Sputnik V“-ს ანგარიში

საინფორმაციო სააგენტო ტასსი: რუსეთის მოქალაქეებისა და ინდივიდუალური მეწარმეების გაკოტრების მაჩვენებელი 2020 წელში დაახლოებით 73% -ით გაიზარდა

რია ნოვოსტი: რუსეთის ფედერაციაში შემავალი ბურიატიის ავტონომიური რესპუბლიკის გუბერნატორმა ალექსეი ცედენოვმა, თანამდებობიდან გაათავისუფლა ადგილობრივი ხელისუფლება

 

 

 



მსგავსი ინფორმაციები