თურქული პრესა 03.04.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2124045
თურქული პრესა 03.04.2024

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Star“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: ჩრდილოეთ ერაყში, მეთინასა და გარას რაიონებში ჩატარებული საჰაერო ოპერაციის შედეგად PKK-ის 6 ტერორისტი განეიტრალდა.

გაზეთი „Vatan“-ი იუწყება, რომ საბერძნეთის კუნძულებზე თურქეთის მოქალაქეებისთვის გამარტივებული წესით ვიზის გაცემის პროცედურა დაიწყო. ასე, რომ თურქ ტურისტებს საბერძნეთის 10  კუნძულებზე ერთ კვირამდე დარჩენა შეეძლებათ 60 ევროს გადახდით.

გაზეთ „Sabah“-ის მიხედვით, საკრუიზო გემი სახელად „ასტორია გრანდე“ 707 მგზავრით, რომელიც რუსეთის ქალაქ სოჭიდან გაემგზავრა ეგვიპტეში, ვიზიტის შემდეგ იზმირში ჩავიდა. გემზე ძირითადად რუსი ტურისტები იმყოფებიან. ტურისტები, ისტორიულ ქემერალთის ბაზარს და ძველ ქალაქს ეფესოს მოინახულებენ.

„ავტომობილების გაყიდვები იზრდება“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Hürriyet“-ში და მასში ვკითხულობთ: თურქეთში ავტომობილების გაყიდვებმა მარტის თვეში ყველა დროის რეკორდი მოხსნა. გასულ თვეში ქვეყნის მასშტაბით 109 ათას 828 ავტომობილი და მსუბუქი კომერციული ავტომობილი გაიყიდა.

გაზეთი „Haber Türk“-ი წერს, რომ ღია საჭადრაკო ტურნირში მონაწილე იაღიზ კაან ერდოღმუშმა „დიდოსტატის“ წოდება 12 წლის ასაკში მიიღო. ჭადრაკის ისტორიაში იაღიზ კაანი, რომელიც მე-4 ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი გახდა და რომელმაც ამ წოდებას მიაღწია, თურქეთში დიდოსტატთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები