თურქული პრესა 08.03.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2112699
თურქული პრესა 08.03.2024

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ, „Vatan“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი, უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ჯეიკ სალივანის შეხვდა. შეხვედრაზე ფიდანმა განაცხადა, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა უნდა გამოცხადდეს რაც შეიძლება მალე და უნდა გაიზარდოს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება რეგიონში. ფიდანმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-მ უნდა იმოქმედოს ალიანსის სულისკვეთებით და გაწყვიტოს ურთიერთობა PKK-სთან.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ თურქეთმა, რომელიც გეგმავს PKK-ის განადგურებას ერაყის ჩრდილოეთის წინააღმდეგ ოპერაციებით, დააჩქარა მუშაობა განვითარების გზის პროექტზე, რომელიც მოიცავს ოვაქოის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს. პროექტი ბუნებრივი ბარიერი იქნება PKK-ს ერაყსა და სირიასთან კავშირის შესაწყვეტად.  

„ამერიკული პრესისგან გასაოცარი შეფასება KAAN-თან დაკავშირებით“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Star“-ში და მასში ვკითხულობთ: ამერიკულმა Business Insider-მა ყურადღება გაამახვილა თურქეთის მე-5 თაობის საბრძოლო თვითმფრინავ KAAN-ზე, რომელმაც პირველი ფრენა 21 თებერვალს წარმატებით განახორციელა. Business Insider-მა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთის მოძმე ქვეყანა აზერბაიჯანი KAAN-ს ამჯობინებს რუსული წარმოების სამხედრო თვითმფრინავებს.

გაზეთი „Hürriyet“-ი ალფარსლან ბაირაქტარის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა განაცხადა, რომ გაბარში დღეში 37 ათას ბარელს გადააჭარბეს. მისივე თქმით, მიმდინარე წლის აპრილში 9 ახალი ჭაბურღილი გაიხსნება და 2024 წლის ბოლომდე მიზნად ისახავენ 100 ათას ბარელს დღეში.

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ „მკურნალი ძაღლები“, რომლებიც პირველად იქნა გამოყენებული თურქეთში, პირველად სტამბულის აეროპორტში იქნენ დანერგილი. პროგრამა, მიზნად ისახავს ფრენის დროს სტრესის მქონე მგზავრებს შესთავაზოს მშვიდობიანი და სასიამოვნო მოგზაურობის გამოცდილება.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები