თურქული პრესა 04.03.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2110416
თურქული პრესა 04.03.2024

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა პაკისტანის პრემიერ-მინისტრთან, შაჰბაზ შარიფთან. ლიდერებმა სატელეფონო საუბრის დროს, თურქეთ-პაკისტანის ურთიერთობები, რეგიონული და გლობალური საკითხები განიხილეს. ერდოღანმა შაჰბაზ შარიფს პრემიერ-მინისტრად ხელახალი არჩევა მიულოცა და განაცხადა, რომ თვლის, რომ თურქეთ-პაკისტანის ურთიერთობები ახალ პერიოდში კიდევ უფრო გაღრმავდება და განვითარდება.

გაზეთი „Haber Türk“-ი ჰაქან ფიდანის ღაზასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა განაცხადა, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება და დაამატა: „არსებობს ძალიან სერიოზული სურვილი და ძალისხმევა, რომ ცეცხლის შეწყვეტა რამადანის (მარხვის) წინ (10 მარტი) იქნას დაწყებული“. ფიდანმა ასევე განაცხადა, რომ მომავალ კვირას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის მიწვევით აშშ-ში გაემგზავრება.

„უცხოელი ინვესტორების მხრიდან თურქეთისადმი ინტერესი იზრდება“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Hürriyet“-ში და მასში ვკითხულობთ: ვიცე-პრეზიდენტმა ჯევდეთ ილმაზმა განაცხადა, რომ თურქეთის ეკონომიკამ მსოფლიოსთან შედარებით ძალიან კარგი მაჩვენებლები აჩვენა. ილმაზმა განაცხადა, რომ უცხოელ ინვესტორებს თურქეთში ახალი ინვესტიციების განხორციელების სურვილი აქვთ. ილმაზმა თქვა: „მათ უფრო მეტს ვიხილავთ უახლოეს პერიოდში“.

გაზეთი „Star“-ი პიტერ სიიარტოს განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: უნგრეთის საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე (ADF) თქვა: „ეს ჰგავს გაეროს გენერალური ასამბლეის დასავლეთ ევროპის შეხვედრას. ანტალიის დიპლომატიური ფორუმი, რომელსაც მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება, იძლევა ეფექტური ორმხრივი შეხვედრების გამართვის შესაძლებლობას“.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა საშუალო სიმაღლის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემის HİSAR-O-ს სროლის ამსახველი კადრები. სისტემის ბატარეა შედგება 3 სარაკეტო გამშვები მანქანისგან, 1 საშუალო დისტანციის საჰაერო თავდაცვის რადარისგან, 1 სახანძრო მართვის ცენტრისა და დამატებითი დამხმარე ქვედანაყოფებისგან.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები