თურქული პრესა 22.02.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2106086
თურქული პრესა 22.02.2024

თურქული პრესა 22.02.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Hürriyet: „KAAN-ის შესახებ პრეზიდენტ ერდოღანის სიტყვები: ჩვენ ეს გავაკეთეთ და გავაგრძელებთ ამის გაკეთებას“

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ აფიონქარაჰისარში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ თურქეთმა გადალახა ძალიან კრიტიკული ზღვარი მე-5 თაობის მოიერიშე თვითმფრინავის წარმოებისთვის. ეროვნულ საბრძოლო თვითმფრინავთან KAAN-თან დაკავშირებით ერდოღანმა თქვა: "ჩვენმა ეროვნულმა საბრძოლო თვითმფრინავმა KAAN-მა დღეს წარმატებით შეასრულა პირველი ფრენა. ჩვენ ეს გავაკეთეთ და გავაგრძელებთ ამის გაკეთებას“.

Sabah: „KAAN-ი ცაშია“

თურქეთის ავიაციისა და კოსმოსური ინდუსტრიის მიერ წარმოებულმა ეროვნულმა საბრძოლო თვითმფრინავმა KAAN-მა პირველი ფრენა განახორციელა ანკარის ცაზე. ეროვნული საბრძოლო თვითმფრინავი, რომელიც აფრინდა მურტედის აეროპორტიდან, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფრენის შემდეგ წარმატებით დაბრუნდა ბაზაზე. დღე, როდესაც ეროვნული საბრძოლო თვითმფრინავი KAAN-ი ცაში აფრინდა, ისტორიაში შევიდა.

Vatan: „Kaan-მა თავისი პირველი ფრენა განახორციელა და მსოფლიო პრესის ყურადღება მიიპყრო“

თურქეთის ეროვნული საბრძოლო თვითმფრინავის Kaan-ის პირველი ფრენა მსოფლიო პრესაში გაშუქდა. Bloomberg-მა ისტორიული ფრენა შეაფასა, როგორც "გარდამტეხი წერტილი", ბერძნულმა პრესამ დაწერა Kaan-ის მოწინავე მახასიათებლებზე.

Star: „სომალიმ ოფიციალურად დაამტკიცა თურქეთის გადაწყვეტილება“

გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომალის მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა თურქეთთან თავდაცვითი თანამშრომლობის სფეროში გაფორმებული შეთანხმება. სომალის ინფორმაციის მინისტრმა დაუდ ავეისმა თქვა: „ეს საეტაპო 10-წლიანი შეთანხმება მნიშვნელოვნად გააძლიერებს სომალის მთავრობის ძალისხმევას მისი სუვერენიტეტის დასაცავად“.

Haber Turk: „55 მილიონი დოლარის კრედიტი საუდის არაბეთის განვითარების ფონდიდან“

საუდის არაბეთის განვითარების ფონდმა (SFD) განაცხადა, რომ თურქეთის რესპუბლიკასთან 55 მილიონი დოლარის სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. გამიზნულია აღნიშნული სესხის გამოყენება „საჯარო სკოლებში მიწისძვრის რისკის შემცირების პროექტის“ ფარგლებში.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები