თურქული პრესა 08.02.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2099320
თურქული პრესა 08.02.2024

თურქული პრესა 08.02.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Sabah: "გეზერავჯის დედამიწაზე დასაბრუნებელი მოგზაურობა დაიწყო"

თურქეთის პირველი ასტრონავტის ალპერ გეზერავჯის მოგზაურობა დედამიწაზე დასაბრუნებლად დაიწყო. ასტრონავტებმა საერთაშორისო კოსმოსური სადგური (გუშინ) თურქეთის დროით 17:20 საათზე დატოვეს. მგზავრობის სავარაუდო დრო დაახლოებით 48 საათია.

Star: "ჰამასისგან ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებაზე თურქეთის პირობა"

ჰამასმა განაცხადა, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებაში მათ მოითხოვეს თურქეთი, ეგვიპტე, კატარი, რუსეთი და გაერო ნებისმიერ შეთანხმებაში გარანტორები იყვნენ.

Hürriyet: "თურქეთის მაგალითი სტოლტენბერგისგან უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით"

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, თავის განცხადებაში ნატოს მოკავშირეების მიერ უკრაინას იარაღისა და საბრძოლო მასალის დახმარებასთან დაკავშირებით თურქეთი მაგალითად მოიყვანა.

Vatan: „ბოლატი: ჩვენ რეკორდი მოვხსენით ექსპორტის 256 მილიარდ დოლარამდე გაზრდით“

ვაჭრობის მინისტრმა ომერ ბოლატმა თქვა: "2023 წელს მსოფლიო ექსპორტისა და იმპორტის შემცირების მიუხედავად, ჩვენ ექსპორტი 0,64 პროცენტით გავზარდეთ და 256 მილიარდ დოლარს მივაღწიეთ. ეს რეკორდია რესპუბლიკის ისტორიაში."

Yenişafak: "უცხოელი ტურისტები მოედინებიან"

ბრიტანულმა მაუწყებელმა BBC-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სტამბოლსა და ანტალიაში, რომლებიც მსოფლიოს 10 ყველაზე მონახულებულ ქალაქებს შორის არის, კოვიდ-19-ის ეპიდემიის შემდეგ ძალიან ხშირად სტუმრობენ უცხოელი ტურისტები.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები