თურქული პრესა 26.01.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2093591
თურქული პრესა 26.01.2024

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Haber Türk“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ტელეფონით ესაუბრა სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტს სირილ რამაფოსას. სატელეფონო საუბრის დროს მათ განიხილეს ისრაელის თავდასხმები პალესტინაზე, ორმხრივი ურთიერთობები და გლობალური საკითხები.

„ნატოს ვიზა თურქეთიდან შვედეთს“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Sabah“-ში და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის მიერ მიღებულ კანონს, შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ, ხელი მოაწერა.

გაზეთ „Hürriyet“-ში კი ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „თურქეთის მკაფიო გზავნილი ტერორიზმთან ბრძოლაში“ და მასში ვკითხულობთ: ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ, რომელსაც პრეზიდენტი ერდოღანი ხელმძღვანელობდა, გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია: „ჩვენ გავაგრძელებთ ტერორისტული ორგანიზაციის და მათი განშტოებების სამიზნეების განადგურებას, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ჩვენს ქვეყანას, განურჩევლად დროისა და ადგილისა, ჩვენი უფლებების ფარგლებში, რომლებიც გამომდინარეობს საერთაშორისო კანონმდებლობით“.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ, ამერიკის შეერთებული შტატების სირიიდან გასვლის თაობაზე განაცხადა: „მსგავს სიახლეებს სიფრთხილით უნდა მივუდგეთ, სანამ ოფიციალური განცხადებები არ გაკეთდება და ქმედებები არ განხორციელდება. რეგიონში თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით“.

გაზეთი „Star“-ი წერს, რომ ყაზახეთში, სირიის საკითხზე გამართულ ‘ასტანას’ 21-ე მოლაპარაკებებზე, მექანიზმის გარანტორმა ქვეყნებმა, თურქეთმა, რუსეთმა და ირანმა, გადაწყვიტეს გააგრძელონ თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები