თურქული პრესა 23.01.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2092065
თურქული პრესა 23.01.2024

თურქული პრესა 23.01.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Hürriyet: „ალპერ გეზერავჯი პრეზიდენტ ერდოღანს დაუკავშირდა“

კოსმოსში პირველ თურქ ასტრონავტთან ალპერ გეზერავჯისთან საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) ყოფნის მესამე დღეს პირდაპირი კავშირის დროს პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა: „ამ მისიით ჩვენი ბავშვებისა და ახალგაზრდების ცნობისმოყვარეობა კოსმოსის მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება. თქვენ გახდით ჩვენი პირველი ასტრონავტი, მაგრამ, რა თქმა უნდა, თქვენ არ იქნებით ბოლო. თურქეთმა თავისი ადგილი დაიკავა იმ რამდენიმე ქვეყანას შორის, რომლებიც ახორციელებენ პილოტირებულ კოსმოსურ მისიებს. იმედია, ჩვენი მოგზაურობა გაძლიერდება და გაგრძელდება“.

Star: „მინისტრი გიულერი: „ალპერ გეზერავაჯის კოსმოსში მოგზაურობა ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული ნაბიჯია“

გუშინდელ განცხადებაში ეროვნული თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა აღნიშნა, რომ პირველად თურქეთის მოქალაქე, პილოტი პოლკოვნიკი ალპერ გეზერავჯი, საჰაერო ძალების გამორჩეული პერსონალი, გაემგზავრა კოსმოსში და დაამატა: „ეს მოგზაურობა არის ახალი და ისტორიული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის წინსვლაში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში. ამიერიდან ჩვენი კოსმოსური კვლევები მტკიცედ გაგრძელდება“.

Vatan: „PKK/YPG-ის 14 ტერორისტი განეიტრალდა“

თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია: „ჩვენმა გმირმა თურქულმა შეიარაღებულმა ძალებმა საცეცხლე მხარდაჭერის საშუალებებით გაანეიტრალეს PKK/YPG-ს 14 ტერორისტი, რომლებმაც პროვოკაციული ცეცხლი გახსნეს სირიის ჩრდილოეთში ოპერაცია „ევფრატის ფარის“ რეგიონში“.

Sabah: „სტრუქტურული რეფორმები განხორციელდება“

ეკონომიკის საკოორდინაციო საბჭო გუშინ ვიცე-პრეზიდენტ ჯევდეთ ილმაზის თავმჯდომარეობით შეიკრიბა. შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში აღინიშნა: „მომდევნო პერიოდში თურქეთის საუკუნის ხედვის ფარგლებში ჩვენი ინვესტიციებზე, დასაქმებაზე, წარმოებასა და ექსპორტზე ორიენტირებული მიდგომით განხორციელდება სტრუქტურული რეფორმები, რომლებიც გაზრდის ჩვენი ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას და ეფექტურობას“.

Haber Türk: „თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ვაჭრობის მოცულობა 2023 წელს გაიზარდა“

თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის საგარეო ვაჭრობის მოცულობა წინა წელთან შედარებით 31 პროცენტით გაიზარდა და 2023 წელს 7,65 მილიარდ დოლარს მიაღწია.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები