თურქული პრესა 17.01.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2089616
თურქული პრესა 17.01.2024

თურქული პრესა 17.01.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Haber Türk: "ახალი ოპერაციის შესახებ გზავნილი ერდოღანისგან"

ტერორისტული ორგანიზაციის PKK-ს წინააღმდეგ ახალ ოპერაციებთან დაკავშირებით პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა: „ამ მიმართულებით ჩვენ აუცილებლად გადავდგამთ ახალ ნაბიჯებს უახლოეს თვეებში, მიუხედავად იმისა, თუ ვინ რას ამბობს ან რას იმუქრება“.

Vatan: "ტერორიზმის წინააღმდეგ განცხადება თურქეთიდან"

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის გენერალურ ასამბლეაზე პარლამენტის თავმჯდომარეობის „ტერორიზმის წინააღმდეგ დეკლარაციის“ შესახებ ოფიციალური განცხადება იქნა მიღებული. მასში ნათქვამია: „მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს; ჩვენი ბრძოლა უკომპრომისოდ გაგრძელდება მანამ, სანამ არ განეიტრალება უკანასკნელი ტერორისტი, არ აღმოიფხვრება ტერორიზმი მის სათავეში და არ აღმოიფხვრება ტერორიზმის უკან არსებული ყველა მხარდაჭერა“.

Yeni Şafak: "მკაფიო მესიჯი მინისტრებისგან"

ეროვნული თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა განაცხადა: "ვინც არ უნდა დაუჭიროს მხარი, რა საბაბით თუ რა მიზეზითაც არ უნდა იყოს, ჩვენ არ დავუშვებთ ტერორისტული დერეფნის შექმნას ჩვენს სამხრეთ საზღვრებთან (სირიის ჩრდილოეთით)“. საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა თქვა: „ჩვენ ვახორციელებთ ჩვენს ანტიტერორისტულ დიპლომატიას, რადგან ვიცით, რომ PKK-ს აქვს პოლიტიკური განშტოება ბევრ ქვეყანაში“.

Star: „უკუთვლა დაიწყო თურქეთის ისტორიული კოსმოსური მოგზაურობისთვის“

რამოდენიმე საათი დარჩა თურქეთის ისტორიული კოსმოსური მოგზაურობის დაწყებამდე. მთელი თურქეთი, პრეზიდენტ ერდოღანის ხელმძღვანელობით განხორციელებული კოსმოსური პროექტის ისტორიულ მომენტზეა ორიენტირებული. პირველი თურქი ასტრონავტი ალპერ გეზერავჯი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაემგზავრება.

Hürriyet: „ერდოღანი თურქეთის პირველ კოსმოსის მოგზაურს ესაუბრა“

პრეზიდენტი ერდოღანი ვიდეოკონფერენციის საშუალებით ესაუბრა თურქეთის პირველ კოსმოსის მოგზაურს ალპერ გეზერავჯის, რომელიც კოსმოსში გაემგზავრება ხუთშაბათს, 2024 წლის 18 იანვარს, თურქეთის დროით 01:11 საათზე. ერდოღანმა X-ით გავრცელებულ პოსტში აღნიშნა: „ჩვენი პირველი თურქი ასტრონავტი, რომელსაც გავაგზავნით კოსმოსში, მზარდი, ძლიერი და თავდაჯერებული თურქეთის ახალი სიმბოლოა“.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები